იცნობთ სერგეი დოვლატოვს? თუ არა, ძალიან ბევრს კარგავთ. არა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემს მცირერიცხოვან ფავორიტთა შორისაა. უბრალოდ მგონია, რომ დღეს, როდესაც მაინცდამაინც ბედნიერი ცხოვრება არ გვაქვს (ალბათ მიმიხვდით, რას ვგულისხმობ), სახალისო საკითხავი ძალიან გვჭირდება… მერა რა, თუ შეიძლება კარგ განწყობაზე არ ვართ. სწორედ ამიტომ უნდა გავიცნოთ უფრო ახლოს დოვლატოვი – კაცი, რომელიც ჩვენზე უარეს დროში ცხოვრობდა (ბოროტების იმპერიაში), მაგრამ მაინც ახერხებდა სიცილს. More
ნაკრძალში დოვლატოვთან ერთად
20 თებ 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:დოვლატოვი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნაკრძალი
მოგზაურობები ფავორიტებთან ერთად
14 სექ 2013 11 Comments
in იტალიური, ლიტერატურა, რუსული, ჩეხური ტეგები:აკუნინი, გამოსათხოვარი ვალსი, გრიგოლ ჩხარტიშვილი, დედოფალ ლოანას საიდუმლო ვნებანი, დოვლატოვი, კუნდერა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სასაფლაოს ამბები, უმბერტო ეკო, ჩვენები
მილან კუნდერას “გამოსათხოვარი ვალსი” – ერთი შეხედვით ეს ტრივიალური ისტორიაა. კუნდერა გვაცნობს ცოლის “მოყვარულ” მუსიკოს კლიმას და მის ცოლს, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ ტანჯავენ; ვითომდა კლიმასგან ფეხმძიმე რუჟენას, რომელსაც სულ ცხოვრების “ხელიდან გაშვების” ეშინია; რუჟენაზე შეყვარებულ უიმედო ფრანტიშეკს; პოლიტიკაში “ჩაძირულ” იაკუბს, რომელმაც თავის საქმიანობას საუკეთესო წლები გადააყოლა და ეგონა, რომ სიკვდილს ჯიბით დაატარებდა; ოლგას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავად შექმნას საკუთარი ბედნიერება; უცნაურ გინეკოლოგ შკრეტას, რომელმაც უშვილო ქალების დახმარების საკუთარი “მეთოდი” შეიმუშავა; “წმინდან” ბერტლეფს, რომელიც შკრეტას მამობილი უნდა გახდეს… ისინი გამოსათხოვარი ვალსის რიტმს მიჰყვებიან, ტრიალებენ და ჩვენც გვითრევენ მონოტონურ ცეკვაში… კულმინაცია სასიყვარულო ღამეა, რომელიც სამ ოთახში მიმდინარეობს. დილით მათი ცეკვა ნელ-ნელა ვარდება რიტმიდან და ერთგვარ აგონიაში გადადის… აგონიაში, რომელიც ბოლო გვერდზე სრულდება… ეს ვალსი ხომ გამოსათხოვარია…
რემარკი და დოვლატოვი – გაქცევა ბოროტების იმპერიიდან
15 აპრილი 2013 3 Comments
in გერმანული, ლიტერატურა, რუსული ტეგები:ანტისაბჭოთა, აჩრდილები სამოთხეში, დოვლატოვი, ემიგრაცია, კომუნიზმი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რემარკი, უცხოელი, ფაშიზმი, ღამე ლისაბონში, შეიყვარე მოყვასი შენი, ჩემოდანი
რა კავშირია რემარკსა და დოვლატოვს შორის? თითქოს ბევრი არაფერი… ორივე ემიგრანტი გახლდათ, მაგრამ ერთი ფაშიზმთან მებრძოლი გერმანელი იყო , მეორე კი – ანტისაბჭოთა რუსი… თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ “დაპყრობილი ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს, და განადგურებული ადამიანებიც ტყუპებივით გამოიყურებიან”… მეტი სიცხადისთვის მათ რამდენიმე ნაწარმოებს გადავხედოთ, რომლებსაც აპრილის ნაწილი დავუთმე:
ერიხ მარია რემარკის “აჩრდილები სამოთხეში” – ემიგრაციიდან დაბრუნება რთულია, მაგრამ უფრო რთულია ემიგრაციაში ყოფნა – ეს ნამდვილი via dolorosa-ა – ტანჯვის გზა. ეს გზა გაიარეს როსმა, კანმა, რავიკმა და სხვა გერმანელებმა. მათ თავი დაიხსნეს ფაშისტური რეჟიმისგან, მაგრამ აღთქმული მიწა ამერიკა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ. აქ მათ დახვდათ პასპორტები, სამუშაო, მაგრამ არა მომავალი – მხოლოდ წარსული, რომელიც მუდამ უკან სდევდათ – სიზმრებით, მოგონებებით, მუდმივი მარტოობით… ისინიც ღამის პეპლებივით “დაფრინავდნენ” “ტკბილი” ამერიკის თავზე და ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, მერე ისევ შორდებოდნენ, როგორც აჩრდილები… აჩრდილები სამოთხეში… More
ბოლო კომენტარები