ფიოდორ დოსტოევსკის ალბათ ყველა იცნობს და მის ბიოგრაფიასა თუ შესანიშნავ წიგნებზე საუბარი რთულია. თუმცა არც გაჩუმებაა ადვილი. ემოცია, რომელსაც სამუდამოდ ტოვებს მისი თითოეული წიგნი თუ პერსონაჟი, მარტივი გადმოსაცემი არაა. More
დოსტოევსკის დაუვიწყარი სამყარო
24 ივნ 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:დანაშაული და სასჯელი, დოსტოევსკი, იდიოტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მოთამაშე, ძმები კარამაზოვები
მწერალი და თვითმკვლელობა
19 სექ 2014 2 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აკუნინი, გალაკტიონ ტაბიძე, გრიგოლ ჩხარტიშვილი, დოსტოევსკი, ერნესტ ჰემინგუეი, თამარ კოტრიკაძე, იაპონია, ინტელექტი, კავაბატა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მიშიმა, მწერალი და თვითმკვლელობა, პაოლო იაშვილი, რიუნოსკე აკუტაგავა, რომენ გარი
პირველ ადგილზე დგას „მწერალი”, „თვითმკვლელობა” კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი, „ზნეობრივი სფეროს ეს აუხსნელი ფენომენი” (კარამზინი).
წიგნის შესავალში აკუნინი წერს, რომ ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც თვითმკვლელობაზე ერთხელ მაინც უფიქრია. მე ასეთი ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები (ზოგადად თვითმკვლელობის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ეს ალბათ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდანაც გამომდინარეობს), თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “მწერალი და თვითმკვლელობა” ძალიან საინტერესოდ მეჩვენა (“სასაფლაოს ამბებისა” არ იყოს). გრიგოლ ჩხარტიშვილი, როგორც ყოველთვის, უღრმავდება პრობლემას და, მიუხედავად არც თუ სასიამოვნო თემატიკისა, მაინც სახალისო საკითხავს გვთავაზობს. More
ფიოდორი, მიხეილი და ბორისი
15 დეკ 2013 2 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ბულგაკოვი, დოსტოევსკი, ექიმი ჟივაგო, თეთრი გვარდია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მკვდარი სახლის ჩანაწერები, პასტერნაკი, Дьяволиада
ფიოდორ დოსტოევსკის “მკვდარი სახლის ჩანაწერები” – 1849 წელს დოსტოევსკი “ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის” დააპატიმრეს და სასჯელის მოსახდელად ციმბირში გაგზავნეს. სწორედ ამ ოთხწლიანი პერიოდის შედეგია ეს წიგნიც. მართალია, მთხრობელი მკვლელობისთვის გასამართლებული გამოგონილი პერსონაჟია და არა თავად ფიოდორი, მაგრამ მოთხრობილი ისტორიები – კატორღელთა ყოველდღიური მტანჯველი ცხოვრება, თითოეული მათგანის სახე – ნამდვილია და შესაბამისად ძალიან საინტერესოც, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მცირე მოცულობის ნაწარმოები ე.წ. “დიდ ხუთეულს” ვერ შეედრება და ავტორიც ღრმად არ “შედის” პერსონაჟთა ფსიქოლოგიაში (სხვანაირად არც შეიძლება)… More
ყმაწვილი არკადი დოლგორუკი
09 ივლ 2013 12 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:დოსტოევსკი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ყმაწვილი
დოსტოევსკის ე.წ. “დიდი 5-წიგნეულიდან” ( “დანაშაული და სასჯელი”, “ყმაწვილი”, “იდიოტი”, “ეშმაკნი”, “ძმები კარამაზოვები”) “ყმაწვილი” ყველაზე “დაუფასებელი” ნაწარმოებია. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს დამოკიდებულება მცდარია. აქაც, ისევე როგორც ყველა სხვა რომანსა თუ მოთხრობაში, ფიოდორი საოცრად საინტერესო პიროვნებებს გვაცნობს. თითოეული მათგანი ისეთი საინტერესო ფსიქოლოგიით გამოირჩევა, რომ თუნდაც მცირე როლის მქონე გმირსაც კი ვერ დაივიწყებთ…
…თუმცა “ყმაწვილში” ყველაზე დაუვიწყარი გმირი თავად ყმაწვილი არკადი დოლგორუკია. მისი “ყმაწვილობა” შემთხვევითი არ არის – ის თავისი ასაკისთვის შესაფერისად ცხოვრობს – ეძებს ადგილს ცხოვრებაში, მიზანს, “იდეას”… აკრიტიკებს საკუთარ თავსა და სხვებს… მის გონებასა და გულში ერთმანეთშია არეულია სიყვარული და სიძულვილი… ასეთი ყმაწვილები ქმნიან თაობას… More
ბიოგრაფიული გაზაფხული
15 მაისი 2013 11 Comments
in ამერიკული, გერმანული, ლიტერატურა, სამხრეთაფრიკული, ფრანგული ტეგები:ანრი ტრუაია, გოია, დიეგო და ფრიდა, დიეგო რივერა, დოსტოევსკი, ვან გოგი, ირვინგ სტოუნი, ლიონ ფოიხტვანგერი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნიკოლაი გოგოლი, პეტერბურგის ოსტატი, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო, ფრიდა კალო, წყურვილი სიცოცხლისა, ჯონ მაქსველ კუტზეე
ჯონ მაქსველ კუტზეეს “პეტერბურგის ოსტატი” – ჯონ მაქსველ კუტზეე ჩვენთვის “ახლობელია”. უკვე ისიც იცით, რომ დოსტოევსკი ჩემი ფავორიტი მწერალია. ამ ორი ადამიანის “ტანდემს”, რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით “შევერკინე”. მთლად ისეთი არ აღმოჩნდა, მე რომ მინდოდა, მაგრამ შემოდგომის პეტერბურგში მოგზაურობა მაინც საინტერესო გამოვიდა… 1869 წელს გერის სიკვდილის შემდეგ (სინამდვილეში პაველ ისაევი 31 წლის შემდეგ გარდაიცვალა და რევოლუციონერებთანაც არ ჰქონია კავშირი) ფიოდორი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, რასკოლნიკოვივით ღარიბულ ოთახში სახლდება და გამომძიებელთან აღმოჩნდება, მიშკინივით ეპილეფსიის შეტევას ელის, სტავროგინივით ებრძვის “ეშმაკებს” საკუთარ თავში, ხვდება რევოლუციონერ ნეჩაევს (ვერხოვენსკის), ტვერში მარია ლებიადკინაც ცხოვრობს… მოკლედ, უიმედო სიბნელეა ფიოდორის სულში… პეტერბურგშიც… რუსეთშიც…
ისევ ფიოდორი…
13 თებ 2013 15 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ბატონი პროხარჩინი, ბიძიას სიზმარი, დიასახლისი, დოსტოევსკი, ზამთრის ჩანაწერები ზაფხულის შთაბეჭდილებებზე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორეული, პეტერბურგის ქრონიკა
ფიოდორისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის… და ბოლო არდადეგებს მის გარეშე როგორ გავატარებდი…
ზამთრის ჩანაწერები ზაფხულის შთაბეჭდილებებზე – დოსტოევსკის მოყვარულებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ ცხოვრების ნაწილი მან მოგზაურობაში გაატარა – მოინახულა გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, შვეიცარია, ავსტრია. სწორედ ამ მოგზაურობებს მიუძღვნა ეს ჩანაწერებიც. გზადაგზა რუსების ევროპისადმი დამოკიდებულებაც გაგვაცნო… მოკლედ, საინტერესო “მოგზაურობა” გამოვიდა, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, პუბლიცისტიკა ფიოდორის საუკეთესო მხარე არ არის… More
ივლისის მოგზაურობები
30 ივლ 2012 34 Comments
in ამერიკული, ბელგიური, გერმანული, ესპანური, თურქული, ლიტერატურა, რუსული ტეგები:აკუნინი, არტურო პერეს-რევერტე, დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი, დოსტოევსკი, ზიუსკინდი, ლევიათანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მკვლელის ჰიგიენა, მტრედი, ნოტომი, ორჰან ფამუქი, სტამბული, უმანკოების მუზეუმი, ფანდორინი, ღირსების საქმე, ჭამე ილოცე შეიყვარე, ჯილბერტი
ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” – როგორია მიუძღვნა მთელი ცხოვრება სიყვარულს და განუწყვეტლივ იტანჯო? ამას ქემალზე უკეთ ვერავინ გვეტყვის, რადგან სწორედ ასეთ – იდეალური სიყვარულისგან ძალიან შორს მყოფ – გრძნობას შესწირა მან ათასობით დღე. კითხვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ მას სინამდვილეში თავისი მტანჯველი სიყვარული უყვარდა და არა ფუსუნი. ამ ავადმყოფური განცდის შედეგად ორჰან ბეის მკითხველებისთვის ასე ნაცნობ და საყვარელ ქალაქ სტამბოლში შეიქმნა უმანკოების მუზეუმი (რომელიც, მოგეხსენებათ, მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი არ არის), რომლის მიზანიც ადამიანებში სიამაყის გაღვიძებაა. “ჯერჯერობით მხოლოდ ევროპელები ამაყობენ საკუთარი თავით, მსოფლიოს დიდ ნაწილს კი რცხვენია. ის, რაც ჩვენში სირცხვილის გრძნობას იწვევს, მუზუმში რომ იყოს გამოფენილი, მაშინვე გახდებოდა სიამაყის საგანი…” და უმანკოების მუზუმშიც გაჩნდნენ ექსპონატები: ყვითელი ფეხსაცმელი, მოწეული სიგარეტები, ფოტოები… წარსული ისევე დაიმალა ნივთებში, როგორც სულში… და არა მხოლოდ ქემალისა და ფუსუნის – ახალგაზრდა ორჰანის, ჯევდეთ ბეისა და მისი ვაჟიშვილების, ზოგადად თურქეთის მთელი თაობების წარსული…
ზამთრის ბოლო მოგზაურობები (ნაწილი 2)
29 თებ 2012 20 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, ლიტერატურა, რუსული, ფრანგული ტეგები:ალმოდოვარი, ამაოების ბაზარი, ბანდერასი, დოსტოევსკი, ვირჯინია ვულფი, თეკერეი, კანი რომელშიც ვცხოვრობ, კატა ცხელ თუნუქის სახურავზე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჟონკე, საკუთარი ოთახი, ტარანტული, ტენესი უილიამსი, ტრამვაი "სურვილი", ქალები ლიტერატურაში
ტენესი უილიამსის პიესები – რადგან პიესებთან დაბრუნებამ ასე თუ ისე “გაამართლა” და დიდი მოცულობის ნაწარმოებსაც ვერ “ჩავუჯექი”, ამიტომ ისევ დრამატურგს მივმართე. თან ტენესი უილიამსის პიესების მიხედვით გადაღებული ფილმებიც მელოდა და ჩემი ტრადიცია “ჯერ წიგნი, მერე ფილმი” არ დავარღვიე. პირველი პიესა “კატა ცხელ თუნუქის სახურავზე” განსაკუთრებული სიუჟეტით არ გამოირჩევა. ეს არის ერთი დღე ამერიკული ოჯახის ცხოვრებიდან. აქ შეხვდებით გალოთებულ ყოფილ სპორტსმენს, რომელსაც თავისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი სტანჯავს და ვერ გაუგია, რომ “არ შეიძლება ცეცხლმოკიდებული სახლის ჩაკეტვა ხანძრის დავიწყების იმედით”, მის ცოლს, რომელიც ცხელ თუნუქის სახურავზე მოსიარულე კატას ჰგავს, მომაკვდავ მამას და მის ქონებაზე მონადირე ოჯახის წევრებს. მოკლედ, ეს არის პიესა ერთ გალიაში ჩამწყვდეული კატების ბრძოლაზე… მეორე პიესაში “ოცნების” დაკარგვის შემდეგ მარტოსულობით შეპყრობილი ბლანშ დიუბუა ტრამვაი “სურვილს” დისა და სიძის “უცნაურ” ოჯახში მიჰყავს. ბლანშის უკანასკნელი გაჩერება ფსიქიატრიული კლინიკაა…(P.S. სტელამ საოცრად გამაღიზიანა და მარლონ ბრანდოზეც “დამეკარგა წარმოდგენა” : ) )
თეოდორ დოსტოევსკის მოთხრობები – ამ მოგზაურობაზე დიდი ხნით აღარ შევჩერდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი: “იკითხეთ დოსტოევსკი, გიყვარდეთ დოსტოევსკი, -თუ შეგიძლიათ, თუ არ შეგიძლიათ, ლანძღეთ დოსტოევსკი, მაგრამ იკითხეთ…”
ტიერი ჟონკეს “ტარანტული” – პედრო ალმოდოვარსა და ანტონიო ბანდერასს ალბათ ყველა იცნობს, ტიერი ჟონკეს კი არც ისე ბევრი. არადა სწორედ ამ მწერლის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა მათი ჯერჯერობით ბოლო ერთობლივი ნამუშევარი. ეს არის ისტორია “მოფრანკენშტეინო” პლასტიკური ქირურგის შესახებ, რომელიც ტარანტულივით მოხერხებულად აბამს მახეში მსხვერპლს და მასზე უცნაურ ექსპერიმენტებს ატარებს. თანამედროვე მეცნიერებას ყველაფერი შეუძლია, მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი გონების, სულის, სქესის შეცვლა?! იქნებ სხეული მხოლოდ “კანია, რომელშიც ვცხოვრობთ”?! უნდა ვაღიარო, რომ ჟონკეს შექმნილ აბლაბუდაში მეც გავები და ცოტა არ იყოს გამაოცა კვანძის გახსნამ.
უილიამ თეკერეის “ამაოების ბაზარი” – XIX საუკუნის ინგლისის საზოგადოება, ლონდონური ბრწყინვალება და სოფლური “სიმდაბლე”, მუქთახორა დიდგვაროვნები და ყველაფერზე წამსვლელი მდაბიოები, თაღლითობის, არშიყის, თამაშის, ლოთობისა და ანგარების მორევში ჩაძირული ადამიანები – “აი, ეს არის ამაოების ბაზარი!” ამ ბაზრის მთავარი ფიგურა კი სათნო ემილია სედლის სრული ანტიპოდი ბეკი შარპია, რომელიც მიზანმიმართულად მიიწევს წინ მწვერვალისკენ და More
2011 წლის ბოლო მოგზაურობა
30 დეკ 2011 20 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:დოსტოევსკი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან
წლის ბოლო მოგზაურობა ისევ პეტერბურგია, მეგზური კი – ისევ და ისევ ფიოდორი. სათაურიდან გამომდინარე რევოლუციონერებთან შეხვედრას ველოდი, მაგრამ სულ სხვა რამ დამხვდა – მონოლოგი ადამიანისა, რომელმაც თავად აირჩია სულიერი იატაკქვეშეთი და თითქოს სიამოვნებასაც კი იღებს მარტოობისგან. როგორც თავად ავტორი ამბობდა, ეს ერთი ადამიანი არ არის – ის მთელი რუსეთის სახეა. XIX საუკუნეში ყველა გადაეჩვია ცხოვრებას, იმდენად გადაეჩვია, რომ მისდამი ზიზღსაც კი გრძნობდა. ცივილიზაციამ ადამიანები კი არ გააკეთილშობილა, არამედ პირიქით. ადრე სისხლისღვრაში სამართლიანობას ხედავდნენ და დამშვიდებული სინდისით ანადგურებდნენ სხვებს. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა აღიარებს სისხლისღვრის საზიზღრობას, მაინც არავინ ამბობს მასზე უარს. ასეთია “ბროლის სასახლე”, მაგრამ ასეთ სამყაროშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ, რომ ორჯერ ორი ოთხია. სწორედ ასეთია იატაკქვეშეთში გამომწყვდეული კაცი. ის საოცრად არის შეყვარებული თავის თავზე და ამავე დროს სიამოვნებს დამცირებული ადამიანის მდგომარეობაში ყოფნა. რომ შეეძლოს კიდეც რამის შეცვლა, ალბათ არ მოინდომებდა, რადგან სხვანაირად ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმოუდგენია. მისთვის ცხოვრება ფუჭი ოცნება და საკუთარი თავის ტანჯვაა. ის ვერასდროს შეეგუება საზოგადოებას, რადგან ის “ერთია, ისინი კი – ყველანი!”
ეს ნაწარმოები ნამდვილად არ გამოდგებოდა საახალწლო განწყობის შესაქმნელად, რაც ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს. ფიოდორი მხიარულებას და ე.წ. ჰეფი-ენდებს არასდროს გვთავაზობს, მაგრამ ჩემთვის ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი მწერალია. რაც შეეხება საახალწლო განწყობას, მასზე ტრადიციულად ო’ჰენრი იზრუნებს : ) დელა და ჯეიმსი ისევ სიყვარულით მოუმზადებენ ერთმანეთს საშობაო საჩუქარს, ლიტერატურული მოგზაურობები კი ჩვეულებისამებრ გაგრძელდება აწ უკვე 2012 წელს. 2011-მა არც თუ ურიგოდ ჩაიარა (როგორც ლიტერატურულად, ისე ზოგადად) და იმედია მომდევნო წელი კიდევ უფრო მეტი სიახლის მომტანი იქნება (ასევე როგორც ლიტერატურულად, ისე ზოგადად) : ) გილოცავთ ახალ წელს! : )
X/2011
27 ოქტ 2011 18 Comments
in იტალიური, ლიტერატურა, რუსული, ფრანგული, ყირგიზული ტეგები:აზერბაიჯანი, ალექსანდრ დიუმა, ანრი ტრუაია, არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა, ბიოგრაფია, დანაშაული და სასჯელი, დემაგოგია, დოსტოევსკი, ეკოლოგია, ეშმაკნი, იდიოტი, კავკასია, კარამაზოვები, კატორღა, კომპიუტერი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მგლები, მიშკინი, ნარკომანია, პილატე, ჟან-კლოდ კარიერი, რიდერი, რუსეთი, საქართველო, საჯალათო კუნძი, სოფელი სტეპანჩიკოვო, უმბერტო ეკო, ფომა ფომიჩი, ყირგიზეთი, ჩინგიზ აითმათოვი, ჩრდილოეთ კავკასია, წიგნი, ჯვარცმა
არდადეგები დამთავრდა, მაგრამ ლიტერატურული მოგზაურობები გრძელდება 🙂
ჩინგიზ აითმათოვის “საჯალათო კუნძი” – ეს არის კიდევ ერთი წიგნი, რომლის ფურცლებზეც ვხვდებით ქრისტეს ჯვარცმის სცენას და პილატე პონტოელს, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა არ არის შუა აზიელი მწერლის ნაწარმოების მთავარი თემა. ღმერთის ძიება, ნარკომანია, ეკოლოგია – ეს ის პრობლემებია, რომლებსაც აითმათოვი უღრმავდება. ნაწარმოების ცენტრალური ფიგურაა ყოფილი სემინარისტი კალისტრატოვი, რომელიც ნარკომანიის წინააღმდეგ იბრძვის და მგლების მკვლელებთან დაპირისპირებას ჯვარცმამდე მიჰყავს (სიმბოლურია მისი ბიბლიური სახელიც – აბდია). “სამყაროს დასასრული” დგება ბოსტონის ცხოვრებაშიც. ორივე მათგანი იმ საქმეში ერევა, რომელიც თითქოს მათ არ ეხება(ისინი უპირისპირდებიან ბოროტ ძალას ნარკომოვაჭრე გრიშანის და ლოთი ბეზარბაის სახით), მაგრამ მათ იციან, რომ: ” ნებისმიერი ბოროტება, ნებისმიერი დანაშაული დედამიწის ნებისმიერ წერტილში გვეხება ჩვენ, თუნდაც შორს ვიყოთ და არც კი ვიცოდეთ მის შესახებ.” ბოლოს კი კვლავ მიედინება ისიკ-ყული და სიკეთეც არ მარცხდება, სანამ ჟღერს მუსიკა, რომელშიც ნათქვამია ყველაფერი: “სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, თანაგრძნობა და შთაგონება. მხოლოდ მასში მივაღწიეთ უმაღლეს თავისუფლებას. მხოლოდ მუსიკა, ყველა დროის დოგმების გადალახვით, ყოველთვის მიმართულია მომავლისკენ. და ამიტომ ის ამბობს ყველაფერს, რისი თქმაც ჩვენ ვერ შევძელით…”
ალექსანდრ დიუმას “კავკასია” – მორიგი მოგზაურობის მარშრუტად XIX საუკუნის კავკასია ავირჩიე, მეგზურად კი – ძველი ნაცნობი, მონტე-კრისტოსა და მუშკეტერების “მამა” ალექსანდრ დიუმა. აქაც დაახლოებით ისეთი სიტუაცია დამხვდა, როგორც ზემოთხსენებული რომანების ფურცლებზე: უზუსტობები ისტორიულ ფაქტებში, ბევრი გამოგონილი ამბავი და ცოტაოდენი სიმართლე (ამ სიმართლეს შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი სიტყვები: “ქართველი ყოველთვის ღია გულით დადის.”). ჩემი აზრით, დიუმა ისტორიული რომანებით უფრო ახერხებდა მკითხველთა გულის დაპყრობას (სამოგზაურო ჩანაწერებში ნამდვილად ჯონ სტაინბეკი სჯობს : ) ). დანტესისა და დ’არტანიანის თავგადასავლები თავის დროზე ბევრად უფრო საინტერესოდ მეჩვენა, ვიდრე მწერლის კავკასიური ნადირობა, შამილის ოჯახური ცხოვრება ან ცხენებთან დაკავშირებული პრობლემები. საერთო ჯამში ცუდი არ იყო, მაგრამ მეტს ველოდი.
თეოდორ დოსტოევსკის “სოფელი სტეპანჩიკოვო და მისი მცხოვრებნი” – “წარმოიდგინეთ ძალიან უმნიშვნელო, ძალიან უგულო, საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი, რომელიც არავის სჭირდება, მაგრამ საოცრად თავმოყვარეა და ამასთან არანაირი ნიჭით არ არის დაჯილდოებული, რომ როგორმე გაამართლოს თავისი ავადმყოფური სიამაყე და გაღიზიანება.” – წარმოიდგინეთ? მაშინ უკვე იცნობთ ფომა ფომიჩს. პირადად მე ამ ადამიანმა და მის ირგვლივ შეკრებილმა საზოგადოებამ არქიფო სეთური და საირმის ტყის მოსახლეობა გამახსენა. იგივე უსაზღვრო დემაგოგია, ფარული დესპოტიზმი, უაზრო მორჩილება და პირველიდან ბოლო გვერდამდე სურვილი – ვინმემ ამოიღოს ხმა და მიახრჩოს ეს უსინდისო მუქთახორა : )) მოკლედ რომ ვთქვა, პატარა ნაწარმოებია, მაგრამ ისეთი, როგორიც დოსტოევსკის ეკადრება.
ანრი ტრუაიას “თეოდორ დოსტოევსკი” – “ის იწვოდა თავგანწირვის სურვილით, მზად იყო გაეხსნა გული პირველი შემხვედრისთვის, მაგრამ წინასწარ იკეტებოდა საკუთარ თავში. მას ეშინოდა ცხოვრების. ის შეპყრობილი იყო ტანჯვის იდეით. მას არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა არ ჰყვარებოდათ ის მაშინ, როცა თავად მას ყველა უყვარდა,” – ეს არის თეოდორ დოსტოევსკი – ყველა ლიტერატურის მოყვარულისთვის კარგად ნაცნობი მწერალი. თუ მოგწონთ მისი ნაწარმოებები და გსურთ უკეთ გაიცნოთ მისი პიროვნება, მაშინ მეგზურად ანრი ტრუაია უნდა აირჩიოთ. მასთან ერთად ნახავთ პატარა ფიოდორს, გაიცნობთ ცნობილ რუს მოღვაწეებს და მწერლის სამ დიდ სიყვარულს, შეიხედავთ მის სამუშაო ოთახსა და ოჯახში, ჩაწვდებით სიკვდილმისჯილის, კატორღელის, ეპილეფსიით დაავადებულის, მოთამაშის, გარიყული შემოქმედის, პატრიოტისა და მორწმუნის განცდებს. მოკლედ, თუ გიყვართ დოსტოევსკი, ტრუაია იმედს არ გაგიცრუებთ.
უმბერტო ეკოსა და ჟან-კლოდ კარიერის ”არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა” – წიგნი თუ კომპიუტერი? ალბათ ჯერჯერობით ეს არის XXI საუკუნის მთავარი კითხვა. ბოლო დროს ამ “ბრძოლაში” რიდერიც ჩაერთო და პასუხის გაცემა უფრო რთული გახდა. სწორედ წიგნის სიცოცხლისუნარიანობაზე საუბრობენ უმბერტო ეკო და ჟან-კლოდ კარიერი. როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი: “ეს საუბრები მოხიბლავს ყველას – და განსაკუთრებით მათ, ვისაც უყვარს წიგნები.” ლიტერატურასთან დაკავშირებული თემების მიმოხილვის შემდეგ მოხუცი ბიბლიოფილები ერთ დასკვნამდე მიდიან: “მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს სხვა, უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ინფორმაციის მატარებლებისთვის უწევთ კონკურენციის გაწევა, ისინი მაინც ინარჩუნებენ პოზიციებს და ამტკიცებენ თავიანთ დამოუკიდებლობას. ბორბლის დამარცხება შეუძლებელია.” (სხვათა შორის, უმბერტო ეკო უცნობი მწერლებისა და შედევრების შესახებ საუბრისას “ვეფხისტყაოსანსაც” ახსენებს : ) )
ბოლო კომენტარები