დოქტორი ფაუსტუსი

shop_product_image_136223[1]გიყვართ მუსიკა? არა, ამ შემთხვევაში უბრალოდ მუსიკის მოსმენას არ ვგულისხმობ. იმისთვის, რომ თომას მანის გმირს – კომპოზიტორ ადრიანს – ცოტათი მაინც გაუგოთ, მუსიკაში ღრმად უნდა ჩაიხედოთ. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ურთიერთობა, თუმცა დასასრულს აუცილებლად იფიქრებთ, რომ ამდენი დრო ამაოდ არ დაგიკარგავთ. თქვენ გაიცნობთ გენიალურ, მაგრამ ამასთანავე ამოუცნობ ადამიანს, შეიგრძნობთ მუსიკის ჭეშმარიტ არსს და კიდევ ერთხელ ჩახედავთ თვალებში მეფისტოფელს, კიდევ ერთხელ განიცდით ფაუსტის ტრაგედიას და, რაც მთავარია (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა), დიდი გერმანელის თვალით დაინახავთ გერმანიის დაცემას. თქვენს თვალწინ ფაშისტური გერმანია და “სულგაყიდული” ადრიანი ერთად აღზევდებიან და ერთად გადაიჩეხებიან უფსკრულში. თქვენ მოისმენთ “დოქტორი ფაუსტუსის ტირილს” და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ჰერ თომასი შეუდარებელი მწერალია. More