“ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,..
…რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს…”
უილიამ შექსპირი – 66-ე სონეტი
გიფიქრიათ ოდესმე საკუთარ ცხოვრებაზე სხვა ეპოქაში? ალბათ ლიტერატურის დახმარებით ეს ხშირად მომხდარა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ბევრად უფრო მარტივი იმ დროში “გადაბარგებაა”, რომელიც სადღაც შორს კი არ “ხმაურობდა”, არამედ აქ და სულ ახლახანს… თუმცა ვინ იცის, იქნებ მუშკეტერების გვერდით კარდინალის დამქაშებთან მამაცურად ბრძოლა რეალურ ცხოვრებაში გაცილებით ადვილი იყო, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამაღლება… დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელია ასეთი გაუგონარი აბსურდის არსებობა, მაგრამ ის 70 წლის მანძილზე “სუნთქავდა” და მეტიც – ამ დიდ უტოპიაში დიმიტრი შოსტაკოვიჩის მსგავსი ადამიანები ცხოვრობდნენ… მეტი
ბოლო კომენტარები