“ჩვენ დღედაღამ მოედნებზე უნდა ვყოფილიყავით. საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა – სკკპ-ს ნიურბერგისთვის უნდა მიგვეღწია. ზედმეტად ადრე დავბრუნდით სახლებში…”
დღეს 2015 წლის აგვისტოა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 24 წელზე მეტი გავიდა – ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩემი დაბადებიდან… მე არ ვარ დაბადებული საბჭოთა კავშირში და “კლასიკურ საბჭოელებს” პირადად არც ვიცნობ (საბდნიეროდ), თუმცა კარგად ვიცი (სამწუხაროდ), რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღემდე ვერ ეგუებიან ახალ ყოფას და ამის მიზეზი ერთადერთია – ისინი არიან “დაბადებულები საბჭოთა კავშირში”…
საბჭოთა კავშირში დაბადებულებისთვის დღევანდელობა “სექენდ ჰენდია”. ზოგიერთი მათგანი დიდი სიხარულით შეხვდა გორბაჩოვის ეპოქას და ახალი ცხოვრების დაწყებას, თუმცა უმეტესობა იმედგაცრუებული დარჩა. მრავალდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ვერც დაპირებული ბინები მიიღეს, ვერც ნანატრი თავისუფლებით დატკბნენ… ძალაუფლება პარტიული მუშაკებიდან მილიონრებზე გადავიდა, ხალხისთვის კი არაფერი შეცვლილა. რუსეთი ისევ თავისით “მომუშავე” “პეჩკის” მოლოდინში დარჩა… ხალხის მეორე ნაწილი წითელ მოედანზე არ გასულა – ზოგი შიშის, ზოგი კი უკვდავი იდეის გამო. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წინდაწინვე მიუღებელი გახლდათ ცხოვრება პარტიის გარეშე… მეტი
ბოლო კომენტარები