დღის ლამაზმანი

გაიცანით – ეს სევერინია! გგონიათ, რომ ის ღირსეული ექიმის ერთგული ცოლია? დიახ, ეს ასეც იყო, სანამ უეცრად ეს პატიოსანი ქალი ჩვეულებრივ მეძავად არ გადაიქცა! გიკვირთ? არა, არაფერია საოცარი. შეიძლება თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, რომ ამ პროფესიას ქალები მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების შემთხვევაში მიმართავენ და ასეთ დროს მათ ვერც გავამტყუნებთ (განა ყველას არ აქვს უფლება, გააკეთოს არჩევანი?), მაგრამ თურმე გამონაკლისებიც არსებობს. თურმე შეიძლება, რომ ქალმა, რომელსაც არაფერი აკლია – გვერდით ჰყავს საყვარელი მამაკაცი და ფინანსურად უზრუნველყოფილია, ორმაგი ცხოვრება დაიწყოს – დღის პირველ ნახევარში დღის ლამაზმანის სახელით უცნობ მამაკაცებთან გაიყოს სარეცელი, ღამით კი – მეუღლესთან… რა ამოძრავებს მას? არ ვიცი, ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარია… იმდენად გაუგებარი (არა ინტელექტუალურ, არამედ “შინაგან” დონეზე, რაც ბევრად უფრო რთულია), რომ ჟოზეფ კესელმაც კი ვერ შეძლო ჩემთვის სევერინის ფსიქიკის “საიდუმლოს ამოხსნა”… More