ცხოვრება მსახურთუხუცესისა

1525074954კაზუო იშიგურო იშვიათი მწერალია… მის პროზაში იაპონურ და ბრიტანულ მოტივებს ერთად შევიგრძნობთ და იმიტომ… ალბათ ეს მიზეზი განაპირობებს იმას, რომ მისი წიგნების კითხვისას თვალწინ ყოველთვის თოვლიანი პეიზაჟი მიდგას… კიდევ იმას, რომ მისი ნაამბობი მსახურთუხუცესის შესახებ ასეთი რეალური და საინტერესოა (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა). მსახურის სტატუსი ხომ იშიგუროს ორივე სამშობლოში დიდად დაფასებული გახლავთ. მსახურთუხუცესი სტივენსიც ჭეშმარიტი ბრიტანელია და ამასთანავე იაპონელებისთვის დამახასიათებელი თვისებებიც მრავლად აქვს – უანგაროდ ემსახურება საკუთარ საქმესა და ბატონს. მისი საქმიანობა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ვერც პირად ცხოვრებაზე ფიქრობს, ვერც სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული მამისთვის იცლის და ვერც ლორდი დარლინგტონის უარყოფით მხარეებს ამჩნევს… სანამ ბატონი ცოცხალია, ის მისთვის ყველაფერია (იაპონელები ხომ ბატონთან ერთად იხოცებიან) და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ იყურება უკან – საკუთარი, ევროპისა და გარშემომყოფთა წარსულისკენ… More