ჟან-პოლ სარტრის “სიტყვები” – ჟან-პოლ სარტრს დიდი ხანია “ვუტრიალებ” და საბოლოოდ მისი გაცნობა ავტობიოგრაფიული ნაწარმოებით გადავწყვიტე. პირველ ნაწილს “კითხვა” ჰქვია, მეორეს “წერა”. პატარა ჟან-პოლმა სწორედ კითხვით დაიწყო ლიტერატურასთან ურთიერთობა, შემდეგ კი თავად მოკიდა ხელი კალამს. კითხვაც და წერაც ოჯახის წევრებმა მოახვიეს თავს, თუმცა საბოლოოდ ორივე მისი მოწოდება აღმოჩნდა. ასე რომ არ ყოფილიყო, სარტრი მწერალი ვერ გახდებოდა. ქართველებს “წინასწარგანსაზღვრული” მომავლის და “საამაყო” ბავშვების ამბავი არ გვესწავლება, მაგრამ მოწოდების გარეშე არაფერი გამოდის… ბავშვობიდან “სადიდო” წიგნებს კითხულობდა, შემდეგ კი, როგორც თავად “დაგეგმა”, “ცხოვრობდა მათ”. ამიტომაც ჰქონდა საინტერესო ცხოვრება… მასთან ნაცნობობამ გაამართლა მოლოდინი და მოგვიანებით აუცილებლად “შევხვდები”… მეტი
აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი II)
31 აგვისტო 2012 19 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:აზიმოვი, გობლინთა ნაკრძალი, ეგზისტენციალიზმი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რობოტი, საიმაკი, სარტრი, სიტყვები, ტრუმენ კეპოტი, ღამის ხე
“დასავლეთის სინდისის” ფილოსოფია
26 ივნ 2012 15 Comments
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ალბერ კამიუ, დაცემა, ეგზისტენციალიზმი, კალიგულა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, უცხო, ფაშიზმი, შავი ჭირი
“დასავლეთის სინდისად” წოდებული ალბერ კამიუ დიდი ხნის წინ გავიცანი – მასთან ერთად მერსოც – ადამიანი, რომელიც უცხო იყო სამყაროსთვის და საზოგადოებამაც დაუფიქრებლად მოიშორა თავიდან. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ერთმანეთს ისევ შევხვდით. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ საქმეზე გადავალ…
“დაცემა” – ეს არის ერთი დიდი აღსარება, ისევე როგორც ცხოვრებაა ერთი დიდი აბსურდი, ერთი დიდი დანაშაული… სამყარო სიცარიელეა და ამ სიცარიელეში ადამიანი უსასრულოდ ეცემა…ცნობიერების ნაკადიც უსასრულოდ მიედინება…ჟან ბატისტ კლამანსმა ჰარი ჰალერი გამახსენა და კიდევ – დოსოტევსკის “ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან”… მეტი
ბოლო კომენტარები