ლიტერატურული სერიები დიდად არ მიყვარს. არც ზე-პოპულარულ “50 წიგნს” “მივყვებოდი” და არც სხვა მსგავს სერიებს, თუმცა ასეთ გამოცემებს შორის მაინც არის რამდენიმე ისეთი, რომლის ყოველ შემდეგ წიგნს დიდი ინტერესით ველოდები. ძირითადად ეს “დიოეგენესა” (“ამერიკელები” მალე დასრულდება, თუმცა იმედი მაქვს, რომ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” და “et cetera” კიდევ დიდხანს გაგვახარებს… და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი სერია “იაპონელებს” ;)) და ბათუმელების (შესანიშნავი “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” და “უკვდავი ბიბლიოთეკა” რომ აქვთ) დამსახურებაა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ სერიაში ყველა წიგნი ერთნაირად მომეწონოს, მაგრამ ამ ორი გამომცემლობის გემოვნებას ვენდობი… More
სერია 13 – გაგრძელება
06 ოქტ 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:13, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ედგარ პო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი, შირლი ჯექსონი, ჰილჰაუსის მოჩვენება
ნეფრიტის კრიალოსანი
07 თებ 2013 8 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აგატა კრისტი, აკუნინი, არსენ ლიუპენი, ედგარ პო, ერასტ ფანდორინი, ვაშინგტონ ირვინგი, კომისარი მეგრე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მასა, მორის ლებლანი, ნეფრიტის კრიალოსანი, ჟორჟ სიმენონი, უმბერტო ეკო, შერლოკ ჰოლმსი
მოთხრობების მოტრფიალე არ ვარ, რადგან სანამ საფუძვლიანად “შევალ” მწერლის მიერ შექმნილ სამყაროში, უკვე ბოლო გვერდზე ვარ და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მრჩება… თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მით უფრო, თუ მოთხრობების კრებულის მთავარი გმირი ფანდორინის მსგავსი მიმზიდველი გამომძიებელია. ამჯერად აკუნინი ჩვენი ერასტ პეტროვიჩის თავგადასავალს “ავსებს” პატარ-პატარა საქმეებით, რომლებსაც ის დიდ საქმეებს შორის “ეჭიდებოდა” და თან თავის ფავორიტ მწერლებსაც “უძღვნის საჩუქარს” – თითოეული მარცვალი ამ კრიალოსანში კონკრეტულ ავტორს ეძღვნება… მეტი სიცხადისთვის ცალ-ცალკე გადავავლოთ თვალი მოთხრობებს:
“სიგუმო” –1881 წელს ერასტი იოკოჰამაში მსახურობს (“ალმასის ეტლი” ხომ გახსოვთ) და “გაიაპონელებული” რუსი ემიგრანტის სიკვდილის ამბავს იძიებს, რომელიც ვითომდა სიგუმომ – მაქციამ – იმსხვერპლა… ეს მოთხრობა, რომელიც იაპონელ მწერალს (Санъютэй Энтё) ეძღვნება, ერთ-ერთი საუკეთესო მგონია ამ კრებულში. ალბათ ჩემი დამოკიდებულების მიზეზი იაპონიის სიყვარულია… More
ბოლო კომენტარები