ედემ-ზე სტანისლავთან ერთად

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლანეტა ედემზე! გგონიათ, რომ ეს სახელი ყველაფერს ნათელს ჰფენს და პან სტანისლავმა სამოთხეში მიგიწვიათ? სულაც არა. პირიქით – თქვენ ინჟინერთან, ექიმთან, ქიმიკოსთან, ფიზიკოსთან, კოორდინატორსა და კიბერნეტიკოსთან ერთად ჯოჯოხეთში მოხვდით! დიახ, ჩემთვის ეს ცალსახად ჯოჯოხეთია. სხვა განმარტებას ვერ ვუძებნი ადგილს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შორიდან საოცარი სილამაზისა გახლდათ, რეალობაში საშინელი არსებებით აღმოჩნდა დასახლებული… თუმცა რა რის მათში ასეთი საშინელი? ალბათ ის, რომ მათი “უცნაური” გარეგნობა საოცრად დეტალურადაა აღწერილი და, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს (აბა წარმოიდგინეთ, ორი სხეული ერთში)… სხვა ყველაფერი კი ძალიან “ჩვეულებრივია” – ექვსი ასტრონავტი ახალი პლანეტის დასათვალიერებლად გაემართა და შეეცადა კონტაქტი დაემყარებინა უცხო არსებებთან (სავარაუდოდ – გონიერ არსებებთან), რომელთა ცივილიზაციაც, მე თუ მკითხავთ, დედამიწისგან დიდად განსხვავებული არ ყოფილა (რაშია მსგავსება, რა თქმა უნდა, არ გეტყვით)… როგორ დასრულდა მათი “კონფლიქტურ-მშვიდობიანი” ურთიერთობა, თავად ნახეთ… ერთს კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ედემი ნამდვილად საოცარი ადგილია… საოცრად საშინელი ადგილი… More