დიოგენეს ბიბლიოთეკა

სულ ახლახანს წიგნების სერია ,,დიოგენეს ბიბლიოთეკა” ,,გალას” გამარჯვებული გახდა. ალბათ ამ გადაწყვეტილებას ყველა ბიბლიოფილი დაეთანხმება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს “სერიული” გამოცემები საკმაოდ ხშირია, უმეტეს შემთხვევებში გამომცემლები უკვე ათასჯერ გამოცემულ ძველ თარგმანებს გვთავაზობენ. ამ მხრივ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა – წიგნის ფესტივალიდან მოყოლებული მუდმივად გვიკეთებენ საჩუქარს (მერე რა, თუ ერთ ან ორ კვირაში ერთხელ არ გამოდის მორიგი ტომი და არც “განსაკუთრებულადაა” გაფორმებული – სამაგიეროდ, შერჩეულ ავტორებს, თარგმანსა და მოკრძალებული დიზაინს ვერაფერს დავუწუნებთ) ისეთი წიგნების სახით, რომლებსაც დიდი ხანია ველოდით… მეტი

თბილისის წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი

564379_212022975573030_1552592017_nმოგეხსნებათ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა (არა მხოლოდ ბიბლიოფილებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, ფესტივალის პირველი ორი დღე მაინც სამუშაო დღეებს დაემთხვა და მხოლოდ მესამე დღეს გავემართე ექსპო-ჯორჯიასკენ (სამაგიეროდ, პირველი ხელფასით “ჯიბედამშვენებული”) 🙂

პირველ რიგში, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ წელს “პალიტრა L”-ის წიგნები ცალკე პავილიონში იყო განთავსებული, შესაბამისად ტრადიციული უზარმაზარი რიგი აღარ იდგა და საერთო პავილიონშიც უფრო თავისუფლად გადავადგილდებოდით. სამაგიეროდ, მაკულატურით “შეიარაღებული” ხალხი იყო მრავლად… მეტი