ალბათ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ როგორ მოიცვა ჩვენი ქვეყანა, უფრო ზუსტად – აქტიური ტელემაყურებლების გონება, თურქული სერიალის “დიდებული საუკუნის” პოპულარობამ… მიუხედავად იმისა, რომ მე ამ უკანასკნელთა რიცხვს არ ვეკუთვნი, მაინც გადავწყვიტე ძვირფასი დროის გამოყოფა და ისტორიული ფაქტების გაცნობა. თავიდან ყველაფერი საინტერესოდ დაიწყო, თუმცა ნელ-ნელა სერიალი ძალიან “გაიწელა” და არდადეგებიც მიიწურა. სულთანმაც ვერ მომხიბლა ისე, რომ მის საფლავზე ცრემლი მეღვარა (დათო ტურაშვილი კი ფრიად სახალისოდ გვიამბობს ხოლმე სულეიმანის განსასვენებლის მონახულების ამბავს, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, სიცილის მიზეზი არ გვაქვს), ამიტომ დასასრული ტელევიზორში აღარ მინახავს (საბედნიეროდ, ონლაინ-გადახვევა არსებობს:)) და არც იმაზე მიფიქრია, რომ ოდესმე კიდევ გადავეყრებოდი ოსმალეთის იმპერიის ძლევამოსილ მმართველს… თან სად – ელიფ შაფაქის წიგნში… მეტი
არქიტექტორის მოსწავლე სტამბოლიდან
22 სექ 2017 დატოვე კომენტარი
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:არქიტექტორის მოსწავლე, ელიფ შაფაქი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი
ღირსება აღმოსავლურად
05 სექ 2016 დატოვე კომენტარი
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:ელიფ შაფაქი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, ღირსება, წლის ბესტსელერი
რას ნიშნავს თქვენთვის “ღირსება”? რა თქმა უნდა, ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველამ კარგად ვიცით, თუმცა კი არსი ინდივიდუალურად გვესმის. პირადად ჩემთვის სრულიად მიუღებელია ღირსების იმგვარი გაგება, როგორც ეს ელიფ შაფაქის წიგნშია (წიგნიც ხომ სწორედ ამიტომ დაიწერა – ეს რომ დაეგმო). თქვენ კი თავად უნდა გადაწყვიტოთ… თუმცა თუ ოდნავ მაინც დაეჭვდებით, აუცილებლად შეხვდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ელიფი გვაცნობს. მეტი
სტამბოლელი ნაბიჭვარი
04 ივლ 2014 3 Comments
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:ელიფ შაფაქი, თურქეთი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, სომხეთი, სტამბოლელი ნაბიჭვარი
1915 წელი, სტამბოლი… თურქი ნაციონალისტები სომხებს გადასახლებაში მიერეკებიან და გზაში ხოცავენ… მათ შორისაა მწერალი ჰოვანეს სტამბოლელიც, რომელიც შინ აღარასდროს დაბრუნებულა…
სომეხთა გენოციდიდან ათეულობით წლის შემდეგ ჰოვანესის უმცროსი შვილი შუშანა ჩახმახჩიანი მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. ის წარსულს გაემიჯნა, მაგრამ მისი შვილიშვილი არმანუში ისტორიას ვერაფრით ივიწყებს და წინაპართა ქალაქში მიემგზავრება, სადაც სტამბოლელი ნაბიჭვრის – ასია კაზანჯის – ოჯახი ცხოვრობს. კაზანჯები ჩახმახჩიანებზე არანაკლებ “კოლექტიურად” ცხოვრობენ. მათი ერთადერთი მამაკაცი ამერიკაში გადასახლდა და ახლა მათთან სრული მატრიარქატი სუფევს. თითქოს ჩახმახჩიანებსა და კაზანჯებს საერთო სტამბოლური ისტორიის გარდა არაფერი აკავშირებთ (თუ ცხოვრების წესს არ ჩავთვლით, რაც, სხვათაშორის, ჩვენც თითქმის იდენტური გვაქვს), თუმცა არავინ იცის რას მალავს წარსული…ორი ოჯახის ბედისწერა სტამბოლის სანელებლების სურნელით გაჯერებულ ქუჩებში გადაიკვეთება და არაერთ საიდუმლოს აეხდება ფარდა… მეტი
თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი
29 მაისი 2014 20 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ანა პოლიტკოვსკაია, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბოჰუმილ ჰრაბალი, გაბრიელ გარსია მარკესი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეგრე გააგრძელე ჯივზ, ელიფ შაფაქი, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, ვენერას სიზმარი, ვუდი ალენი, ვუდჰაუსი, თამარ სუბელიანი, თანამდევი მოვლენები, თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, იროელთა ქრონიკები, კაფკა პლაჟზე, კინობიბლიოთეკა, კორალაინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოგოს პრესი, მარი ბექაური, მეორე მხარე, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ნისლი, ოლდოს ჰაქსლი, ორჰან ფამუქი, ოქროს გალია, პალიტრა L, პრაღის სასაფლაო, პუტინის რუსეთი, რეზო ჭეიშვილი, სალმან რუშდი, სალომე ბენიძე, საოცარი ახალი სამყარო, სერია ამერიკელები, სიესტა, სტამბოლელი ნაბიჭვარი, სტივენ კინგი, სხვა ფერები, უინსტონ გრუმი, უმბერტო ეკო, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, ფლორენციელი ჯადოქარი, ფორესტ გამპი, შავი წყალი, შენი თავგადასავალი, შირინ ებადი, წიგნი, ჯოის კეროლ ოუტსი, ჰარუკი მურაკამი
შემოდგომა თურქეთში
25 ნოე 2013 10 Comments
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:ახალი ცხოვრება, დაღი, ელიფ შაფაქი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორჰან ფამუქი, ორჰან ქემალი, პალიტრა L, რეშად ნური გიუნთექინი, სიყვარულის ორმოცი წესი, უცხო ქალი
ორჰან ფამუქის “ახალი ცხოვრება” – ერთ მშვენიერ დღეს ჩვეულებრივმა თურქმა სტუდენტმა წიგნი წაიკითხა და ამ წიგნმა მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ამ დღიდან ის გზას დაადგა – უმისამართოდ, უმიზნოდ… გადადიოდა ავტობუსიდან ავტობუსში, გზაში უყურებდა ფილმებს და მიდიოდა ახალი ცხოვრებისკენ… მისი წარსული და მომავალი ისევე განადგურდა, როგორც ამ წიგნის ყველა მკითხველის… ახალი ცხოვრების ნაცვლად კი უცნაურ სიყვარულს და უცნაურ შეთქმულებას გადააწყდა… არარეალურ სამყაროშიც კი ყველაფერი ოცნებას არ ჰგავს და ახალი სიცოცხლეც ძალიან გვიან მოდის. მით უფრო, თურქეთში – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე… მეტი
ბოლო კომენტარები