რემარკი და დოვლატოვი – გაქცევა ბოროტების იმპერიიდან

AVT2_Erich-Maria-Remarque_6774რა კავშირია რემარკსა და დოვლატოვს შორის? თითქოს ბევრი არაფერი… ორივე ემიგრანტი გახლდათ, მაგრამ ერთი ფაშიზმთან მებრძოლი გერმანელი იყო , მეორე კი – ანტისაბჭოთა რუსი… თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ “დაპყრობილი ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს, და განადგურებული ადამიანებიც ტყუპებივით გამოიყურებიან”… მეტი სიცხადისთვის მათ რამდენიმე ნაწარმოებს გადავხედოთ, რომლებსაც აპრილის ნაწილი დავუთმე:

ერიხ მარია რემარკის “აჩრდილები სამოთხეში” – ემიგრაციიდან დაბრუნება რთულია, მაგრამ უფრო რთულია ემიგრაციაში ყოფნა – ეს ნამდვილი via dolorosa-ა – ტანჯვის გზა. ეს გზა გაიარეს როსმა, კანმა, რავიკმა და სხვა გერმანელებმა. მათ თავი დაიხსნეს ფაშისტური რეჟიმისგან, მაგრამ აღთქმული მიწა ამერიკა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ. აქ მათ დახვდათ პასპორტები, სამუშაო, მაგრამ არა მომავალი – მხოლოდ წარსული, რომელიც მუდამ უკან სდევდათ – სიზმრებით, მოგონებებით, მუდმივი მარტოობით… ისინიც ღამის პეპლებივით “დაფრინავდნენ” “ტკბილი” ამერიკის თავზე და ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, მერე ისევ შორდებოდნენ, როგორც აჩრდილები… აჩრდილები სამოთხეში… More

იყო და არა იყო რა

DSC00694 დათო ტურაშვილი თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის გამორჩეულად მიყვარს. გულწრფელობა (ლიტერატურაშიც და რეალურ ცხოვრებაშიც) ჩვენში ნაკლებად ფასობს, არადა სწორედ ეს გვჭირდება ხარისხიანი ხელოვნების და გამართული სახელმწიფოს შესაქმნელად (ამ გულწრფელობის ნაკლებობა მგონია იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენი ხელოვნება რუსეთის გარდა ვერსად იმკვიდრებს ადგილს, მაგრამ ეს ცალკე თემაა). სწორედ ეს აქვს დათოს და მისი თითქოს “მარტივი” ნაწარმოებების განსაკუთრებული მიმზიდველობის მიზეზიც ეს არის. More

შეუცნობელი ნოსტალგია

ემიგრაციის თემა ჩვენთვის უცხო არ არის… მეც მიფიქრია ამაზე – განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს დღეებში… და დღესაც… დღემდე მუდმივი საფრთხის ქვეშ ვცხოვრობთ იმიტომ, რომ “რაც არ უნდა საშინელი იყოს ფაშისტური დიქტატურა, ის დიქტატორთან ერთად ემხობა, ამასთან , ხალხს შეუძლია იმედის შენარჩუნება, კომუნიზმი კი, პირიქით, უზარმაზარ რუსულ ცივილიზაციას ემყარება, რომელსაც ბოლო არ უჩანს. დიქტატორები კვდებიან, რუსეთი კი უკვდავია.” სწორედ იმედის არქონაა იმ ქვეყნების ძირითადი უბედურება, რომლებსაც ხალხი ტოვებს, მათ შორის საქართველოსა და 1968 წელს ოკუპირებული ჩეხეთისაც. More