ქალთა ბედნიერება

ფრანგულ ლიტერატურას საკმაოდ კარგად ვიცნობ. ეს ალბათ ოჯახის ბიბლიოთეკის დამსახურებაა, რომელიც რატომღაც ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელ კლასიკოსთა ნაწარმოებებს მოიცავს (საბჭოთა დროს წიგნების შოვნა ხომ მარტივი საქმე არ გახლდათ) და კიდევ დედაჩემის, რომელიც პროფესიის გავლენით თავადაც ღრმადაა ჩახედული ფრანგულ კლასიკაში… ყველაზე მეტად კი მაინც იმის, რომ ეს ცალსახად არის ის ქვეყანა, რომელმაც უამრავი დიდი შემოქმედი აჩუქა მსოფლიოს (აბა დაკვირდით – ქართველი მწერლების გარდა, ვის ვკითხულობთ ყველაზე ხშირად? ამერიკელ, ფრანგ, ბრიტანელ და რუს ავტორებს, რადგან მათ შორის უზარმაზარი არჩევანი გვაქვს). მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია ჩემთვის ემილ ზოლა – რუგონ-მაკარების შეუდარებელი საგის ავტორი. მეტი

ზოლას პარიზი ანუ დაბრუნება რუგონ-მაკარებთან

indexპარიზში მინდა! არა, დღევანდელ პარიზს არ ვგულისხმობ. იქ მოხვედრა იმდენად გამარტივდა, რომ საოცნებოც კი არაფერია… ზოლას პარიზი კი სულ სხვაა – ქალაქი, რომელიც არასდროს დაბრუნდება (აკას თბილისისა არ იყოს). რატომ მხიბლავს ეს “წარსული” ქალაქი ასე ძალიან? ახლავე მოგახსენებთ… მეტი

ტერეზა რაკენი და რუგონ-მაკარები

indexამ ბოლო დროს ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკასა და ანტიუტოპიებს შევეჩვიე. საბავშვო წიგნებსაც გადავავლე თვალი და ზაფხულის ბოლოს კლასიკურ ლიტერატურასთან მიბრუნება გადავწყვიტე. ამ ჟანრში კი ჩემი ფავორიტი ემილ ზოლაა, რომლის “რუგონ-მაკარებიც” მხოლოდ ნაწილობრივ მაქვს წაკითხული, “ტერეზა რაკენს” კი ვერაფრით მივადექი. ამიტომ ეს უკანასკნელი და სერიის რამდენიმე წიგნი გადმოვიღე და “გზას გავუდექი”.

“რუგონების კარიერა” ყველაფრის დასაწყისია. სწორედ მისი გმირი – ადელაიდა – გახლავთ რუგონ-მაკარების გრძელი საგვარეულოს ფუძემდებელი და მათი არასტაბილური ხასიათის პირველწყაროც. ამ ქალბატონმა საგიჟეთში მოხვედრამდე კანონიერი (პიერ რუგონი) და უკანონო (ვინმე მაკარისგან) შვილების გაჩენა მოასწრო და მათ არასტაბილური ცხოვრებაც გადასცა. ეპოქაც ხომ ასეთი დაემთხვა – როიალისტები  მთელი ძალით იბრძოდნენ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და რუგონ-მაკარების პირველი თაობებიც კარიერისთვის ბრძოლაში ჩაებნენ… მეტი

სექტემბრის მოგზაურობები

სტანისლავ ლემის “სოლარისი” – ამ ნაწარმოებს სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს უწოდებენ. ზოგადად ასეთ შეფასებებს ვერიდები (“შედევრის” და “გენიალურობის” გაგება სუბიექტური მგონია), მაგრამ “სოლარისის” შემთხვევაში მიჭირს არ დავეთანხმო. ალბათ წლებია ასეთი “რთული” აღარაფერი წამიკითხავს (თან კითხვის პროცესი ყველასთვის ცნობილ მოვლენებს დაემთხვა და რამდენიმე დღე უბრალოდ ვერ შევძელი გაგრძელება)… რთული გასაგებია, რა ელოდება კაცობრიობას, თუ ის თავის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ ცივილიზაციას მიატოვებს და სხვა ცივილიზაციის შესასწავლად გაემგზავრება… ეს მთელი მეცნიერებაა, რომელიც მოაზროვნე ოკეანესთან ცდილობს კავშირის დამყარებას და სოლარისტიკა ჰქვია… რეალურად საქმე მხოლოდ ახალ ცივილიზაციაში კი არა, ჩვენივე წარმოდგენაშია. ყველგან საკუთარ ანარეკლს ვეძებთ. ნამდვილები ჩავდივართ ახალ პლანეტებზე და ვერ ვეგუებით, როცა იქ სინამდვლე გვხვდება… ფსონი სოლარისტიკაზე კი არა, ჩვენივე გონების საზღვრებზე კეთდება… დეტალებს უკვე ლემი გიამბობთ (თუ ეს აქამდე არ გაუკეთებია), მე კი იმით დავკმაყოფილდებდი, რაც გავიგე. დანარჩენისთვის პლანეტა სოლარისზე წლების შემდეგ დავბრუნდები…

მეტი