როგორ მოვხვდი მარსზე

12033036_475969165917063_3410995867465332952_nრამდენიმე საათის წინ მარსიდან დავბრუნდი… არა, არ შეგეშინდეთ. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან არ ვწერ, არც ნასადან. მშვიდად ვზივარ კომპიუტერთან, თხევად ნატურალურ (!) წვენს მივირთმევ, მყარ (!) შოკოლადს ვაყოლებ და ვცდილობ გიამბოთ როგორ მოვხვდი მარსზე.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მთელი მსოფლიო ენდი უირსა და მარკ უოტნიზე ალაპარაკდა. ვერ გეტყვით, რომ სხვების აზრს დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუმცა ბევრი სანდო ადამიანის “ჯგუფურ” აღფრთოვანებას, როგორც წესი, “ვამოწმებ”. ჰოდა, გადავშალე წიგნი და მარსზე ამოვყავი თავი… არა, ეს შესაფერისი სიტყვა არ არის. უფრო სწორი იქნება, თუ გეტყვით, რომ პირდაპირ ტრაკში აღმოვჩნდი… ჰო, კარგი, ვიცი, რომ “არალიტერატულ” სიტყვებს ვიყენებ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ მარკ უოტნის მსგავსად მარტო დარჩით შუა მარსზე და ჩემსავით ადვილად დაიკიდებთ 🙂 სხვა არც არაფერი დამრჩენია – მარკი ბოტანიკოს-ინჟინერი მაინცაა, ქიმია ცოტათი მაინც ესმის და აგერ უწყლო წითელ პლანეტაზე კარტოფილის წარმოებაც კი გააჩაღა… და მე რას ვიზამ მის ადგილზე? ვერც ვერაფერს… უბრალოდ დამენძრევა… არა, რაღაც თვისებები მეც მექნება – ნასა მთლად მაღლივში ნასწავლი მათემატიკის ხარჯზე არ გამიშვებს მრავალმილიონიან კოსმოსურ მისიაში, თუმცა ვინ იცის… რამდენ დღეს გავქაჩავ დედამიწიდან გამოგზავნილი დახმარების მოლოდინში? ნამდვილად არ ვიცი… ერთი რამ კი ვიცი – თუ ოდესმე მშობლიური პლანეტის დატოვება მომიწევს, თან მრავალფეროვან ლიტერატურულ, მუსიკალურ და ტელე-კოლექციას წავიღებ (მტერმა იკითხა სულ აგათა – მერე რა, თუ მაგარი მწერალია… და პუტინმა უსმინა და უყურა სულ დისკოს / “ცრემლიან” სერიალებს)… და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ რეალურად ვერავინ მიხსნის – იუმორი საიმედოდ უნდა “ავლესო”, ტვინი და ტრაკი უნდა გავანძრიო და წინ დედამიწისკენ! More

Advertisements