თუ მთელი სამყარო თეატრია, მაშინ ოდესმე ფარდაც უნდა დაეშვას… ასეთია თამაშის წესები. რაც უნდა გრძელი იყოს სპექტაკლი, ფინალი მაინც დგება და სულ ბოლოს სცენაზე უკვე ახლობლებად ქცეული გმირები გამოდიან, რათა თავი დაგვიკრან… მეტი
ერასტ ფანდორინის თავის დაკვრა
16 აპრილი 2018 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აკუნინი, არ გემშვიდობებით, ერასტ ფანდორინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი
ერასტ ფანდორინის დაბრუნება
05 ოქტ 2015 2 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აკუნინი, ერასტ ფანდორინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პლანეტა წყალი
ერასტ ფანდორინი დაბრუნდა! მას შემდეგ, რაც ის უკანასკნელად ვნახე, ორმა წელმა განვლო და ეს ფრიად მიმზიდველი გამომძიებელი უკვე გვარიანად მომენატრა… თან “ნეფრიტის კრიალოსანი” იმდენად საინტერესო გახლდათ, რომ სამ დეტექტივად დაყოფილი წიგნი რომ დავინახე, უკანმოუხედავად “გავქანდი” აკუნინის შემოთავაზებულ მოგზაურობაში…
წარმოგიდგენიათ ერასტ პეტროვიჩი კაპიტანი ნემოს როლში (რა დამთხვევაა – სულ ცოტა ხნის წინ წაკითხულ წიგნშიც ფიგურირებს ჟიულ ვერნის ეს გმირი)? დიახ, “პლანეტა წყალში” ის წყალქვეშა ნავში ბინადრობს და ჩვენს საყვარელ მასასა და ახალ თანაშემწესთან ერთად დიდი ხნის წინ ჩაძირულ სიმდიდრეს ეძებს… მაგრამ ხომ იცით, რომ ერასტს სიმშვიდე არასდროს ეღირსება და უეჭველად ხიფათში უნდა გაებას. ახლაც ინგლისელი პოლიციელების, გერმანელი სამხედროებისა და სისხლისმსმელი მანიაკის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა… ან იქნებ სულ სხვა ვიღაცის… მგონია, რომ ეს ამ კრებულის №2 დეტექტივია და საქმე თავად უნდა “გახსნათ”, ამიტომ სიმართლეს არ გაგიმხელთ. ნახეთ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ნაპოლეონ ბონაპარტს და როგორი სიყვარული შეუძლია თითქოს უგულო ერასტს 🙂 მეტი
“ზღაპრები” აკუნინისგან
25 მარ 2014 5 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აკუნინი, ერასტ ფანდორინი, ზღაპრები იდიოტებისთვის, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, საბავშვო წიგნი
გენერალური პროკურორი ქალებთან გამოიჭირეს, ტელეწამყვანი შეკვეთით იტყუება, ჩეჩენი ბოევიკი საავადმყოფოს ესხმის თავს, სკულპტორი ფრიად უცნაური მიზნებით ქმნის “შედევრებს”, კომუნისტური პარტიის ლიდერი სულაც არ არის კომუნისტი, საახალწლოდ ოლიგარქი “ორიგინალურ” საჩუქარს იღებს, ძველი ბანკირი და თანამედროვე “ახალი რუსი” ადგილებს ცვლიან, გენერალი საკუთარ ფსიქიკაში “იქექება” – ეს აკუნინის ზღაპრებია – ძალიან სახალისო, მოკლე, სხარტი, ნაცნობ სიტუაციებსა და პიროვნებებზე აგებული “ზღაპრები იდიოტებისთვის”…
ნეფრიტის კრიალოსანი
07 თებ 2013 8 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აგატა კრისტი, აკუნინი, არსენ ლიუპენი, ედგარ პო, ერასტ ფანდორინი, ვაშინგტონ ირვინგი, კომისარი მეგრე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მასა, მორის ლებლანი, ნეფრიტის კრიალოსანი, ჟორჟ სიმენონი, უმბერტო ეკო, შერლოკ ჰოლმსი
მოთხრობების მოტრფიალე არ ვარ, რადგან სანამ საფუძვლიანად “შევალ” მწერლის მიერ შექმნილ სამყაროში, უკვე ბოლო გვერდზე ვარ და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მრჩება… თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მით უფრო, თუ მოთხრობების კრებულის მთავარი გმირი ფანდორინის მსგავსი მიმზიდველი გამომძიებელია. ამჯერად აკუნინი ჩვენი ერასტ პეტროვიჩის თავგადასავალს “ავსებს” პატარ-პატარა საქმეებით, რომლებსაც ის დიდ საქმეებს შორის “ეჭიდებოდა” და თან თავის ფავორიტ მწერლებსაც “უძღვნის საჩუქარს” – თითოეული მარცვალი ამ კრიალოსანში კონკრეტულ ავტორს ეძღვნება… მეტი სიცხადისთვის ცალ-ცალკე გადავავლოთ თვალი მოთხრობებს:
“სიგუმო” –1881 წელს ერასტი იოკოჰამაში მსახურობს (“ალმასის ეტლი” ხომ გახსოვთ) და “გაიაპონელებული” რუსი ემიგრანტის სიკვდილის ამბავს იძიებს, რომელიც ვითომდა სიგუმომ – მაქციამ – იმსხვერპლა… ეს მოთხრობა, რომელიც იაპონელ მწერალს (Санъютэй Энтё) ეძღვნება, ერთ-ერთი საუკეთესო მგონია ამ კრებულში. ალბათ ჩემი დამოკიდებულების მიზეზი იაპონიის სიყვარულია… მეტი
ბოლო კომენტარები