პოლის ერთადერთი ამბავი

“უმრავლესობას ერთადერთი ამბავი გვაქვს მოსაყოლი. იმას არ ვამბობ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ ხდება-მეთქი: მოვლენა უამრავია, რასაც მერე უამრავ ამბადაც ვაქცევთ, მაგრამ მთავარი მუდამ ერთადერთია – ის, რაც საბოლოო ჯამში მოსაყოლად ღირს.” – ასე იწყებს თხრობას პოლი, რომელმაც 19 წლის ასაკში ნაკლებ სიყვარულს და ნაკლებ ტანჯვას მეტი სიყვარული და მეტი ტანჯვა არჩია… მან რომანი გააბა 48 წლის ქალთან და ეს სულაც არ გახლდათ მსუბუქი საზაფხულო ფლირტი ან თუნდაც სექსი… ეს იყო ბევრად მეტი… ეს იყო ერთადერთი ამბავი, რომლის “გავლითაც” პოლმა მოიპოვა თავისუფლება… ან იქნებ დაკარგა? ეს არავინ იცის და ალბათ ასეთ გზებს არც ირჩევენ. თავად გზა გვირჩევს ჩვენ და გვაწერინებს იმ ერთადერთ ამბავს, რომელიც სხვა ყველაფერს ჩრდილავს… პოლის ამბავი სიყვარულია, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კი მარადიული აღმოჩნდა… და რა იქნება ჩვენი? ამას მხოლოდ წლების შემდეგ თუ გავიგებთ… რადგან ასეთ ამბებს დრო სცდის… დრო გვიჩვენებს, რა გაფერმკრთალდება და რა შეინარჩუნებს ფერებს… More