ერთი ტყვეობის ამბავი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 1990-იანი წლების კოლუმბიაში! ვერ დაგპირდებით, რომ მარკესი სახალისო მოგზაურობას გპირდებათ, მაგრამ ძალიან საინტერესო თავგადასავალი კი უთუოდ გელით! რატომ? იმიტომ, რომ თქვენ გაგიტაცებენ! დიახ, არ ვაჭარბებ. თქვენ ჟურნალისტ მარუხა პაჩონთან ერთად დაგატყვევებენ და პირველი ფურცლიდან უკანასკნელ გვერდამდე მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრებთ – გადარჩება მარუხა და შესაბამისად თქვენც? თუ მასაც იგივე ბედი ელის, რაც ზოგიერთ ტყვეს… მასაც ტყვიას დაახლიან, თუ დაინდობენ და ოჯახთან დააბრუნებენ? დროზე ადრე ამ

მარუხა პაჩონი მეუღლესთან ერთად

კითხვაზე პასუხი თვით ცნობილმა პაბლო ესკობარმაც კი არ იცის. ის გადაწყვეტილებას სულ ბოლოს მიიღებს, მანამდე კი ძალიან ბევრი რამ გელით – ტყვეთა სასოწარკვეთა, ძალადობა, გაქცევა, ბევრი სისხლი და სულ ცოტა იმედი… იმედი იმისა, რომ ერთ დღეს მაფიასაც მოამტვრევენ გრძელ ხელებს… ნარკოდილერების “ბიზნესს” აუცილებლად მოუღებენ ბოლოს ექსტრადიციის შესახებ მიღებული კანონით თუ მის გარეშე… მაგრამ მანამდე ბევრს მოკლავენ, ბევრს დაატყვევებენ… და რა მოუვა მარუხას? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ… ნახოთ და განიცადოთ…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი “ინტელექტმა” შემოგვთავაზა.