თეთრი სპილო… რას გეუბნებათ ეს სიტყვათა შეთანხმება? ალბათ განსაკუთრებულს არაფერს, რადგან ქართულ ენაში ასეთი ფრაზეოლოგიზმი არ არსებობს. აი ინგლისურში კი ის ნიშნავს ძვირფას საჩუქარს, რომელიც მფლობელს მძიმე ტვირთად აწვება. ზუსტად ასეთ საჩუქარზე საუბრობენ ქალი და მამაკაცი ერნესტ ჰემინგუეის პატარა და ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, სიანმდვილეში კი ძალიან მნიშვნელოვან მოთხრობაში… საუბრობენ ბუნდოვნად და მხოლოდ მოგვიანებით ვხვდებით, რომ მოთხრობა გლობალურ პრობლემას ეხება და წყვილის დიალოგი რეალურად მთელს მსოფლიოს სწვდება… მსოფლიოს, რომელმაც განვითარებასთან ერთად ვერ გადაწყვიტა აბორტის საკითხი, ვერ შეჯერდა იმაზე, თუ რა არის ეს – სიცოცხლის მოსპობა, დედის ნებაყოფლობითი არჩევანი, რომ უარი თქვას ძვირფას საჩუქარზე და მძიმე ტვირთივით მოიშოროს ის, თუ მამის ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგი… პასუხს ვერც ერნესტი გვცემს, რადგან ის არ არსებობს, თუმცა აკეთებს მთავარს – კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ამაზე… მეტი
თეთრი სპილოს მსგავსი მთები
23 სექ 2019 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ერნესტ ჰემინგუეი, თეთრი სპილოს მსგავსი მთები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი
ერნესტის დროში
17 ნოე 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ერნესტ ჰემინგუეი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჩვენს დროში
ერნესტ ჰემინგუეის სულ ცოტათი მაინც თუ იცნობთ, შეუძლებელია არ მოგწონდეთ. არა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი წიგნები ცალსახად გენიალურია (ლიტერატურა იმდენად სუბიექტურია, რომ ასეთი წიგნები უბრალოდ არ არსებობს). თავად ერნესტია საოცრად მიმზიდველი… და კიდევ მისი დრო… მეტი
მწერალი და თვითმკვლელობა
19 სექ 2014 2 Comments
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:აკუნინი, გალაკტიონ ტაბიძე, გრიგოლ ჩხარტიშვილი, დოსტოევსკი, ერნესტ ჰემინგუეი, თამარ კოტრიკაძე, იაპონია, ინტელექტი, კავაბატა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მიშიმა, მწერალი და თვითმკვლელობა, პაოლო იაშვილი, რიუნოსკე აკუტაგავა, რომენ გარი
პირველ ადგილზე დგას „მწერალი”, „თვითმკვლელობა” კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი, „ზნეობრივი სფეროს ეს აუხსნელი ფენომენი” (კარამზინი).
წიგნის შესავალში აკუნინი წერს, რომ ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც თვითმკვლელობაზე ერთხელ მაინც უფიქრია. მე ასეთი ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები (ზოგადად თვითმკვლელობის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ეს ალბათ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდანაც გამომდინარეობს), თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “მწერალი და თვითმკვლელობა” ძალიან საინტერესოდ მეჩვენა (“სასაფლაოს ამბებისა” არ იყოს). გრიგოლ ჩხარტიშვილი, როგორც ყოველთვის, უღრმავდება პრობლემას და, მიუხედავად არც თუ სასიამოვნო თემატიკისა, მაინც სახალისო საკითხავს გვთავაზობს. მეტი
ბოლო კომენტარები