იმპრესიონისტების საოცარი ფერები

მხატვრობაზე საუბარი (წერაც) რთულია, ძალიან რთული… აბა, თავად განსაჯეთ – როგორ უნდა გადმოიცეს სიტყვით ის, რასაც მხოლოდ თვალი აღიქვამს სრულყოფილად. თითოეული ნახატი ხომ სწორედ ისაა, რასაც აღვიქვამთ და ეს აღქმა შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს მხატვრის ჩანაფიქრს… ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ მიმდინარეობას, როგორიცაა იმპრესიონიზმი. “კლასიკური მხატვრობისგან” განსხვავებით, ის არ იყო “დაფასებული” და ამ სფეროში მოღვაწე მხატვრებმაც უმძიმესი გზა გაიარეს, სანამ აღიარებდნენ (ბევრი ვერც კი მოესწრო ამას). სწორედ მათზე – საოცარი ფერების ოსტატებზე – გვიამბობს ფრიდონ საყვარელიძე და ჩვენს თვალწინ აცოცხლებს ვან გოგის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, მონეს ჯადოსნურ ტილოებს, მანეს, გოგენის, ბეზილის, დეგას, რენუარის და სხვათა დიდებულ ნამუშევრებს… ადამიანებს, რომლებმაც გადააბიჯეს ყველას წესს და ხელოვნებაში დაამკვიდრეს რაღაც ახალი, განუმეორებელი, დაუვიწყარი… მეტი

ბიოგრაფიული გაზაფხული

178348_366255286762888_134789515_o

ჯონ მაქსველ კუტზეეს “პეტერბურგის ოსტატი” – ჯონ მაქსველ კუტზეე ჩვენთვის “ახლობელია”. უკვე ისიც იცით, რომ დოსტოევსკი ჩემი ფავორიტი მწერალია. ამ ორი ადამიანის “ტანდემს”, რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით “შევერკინე”. მთლად ისეთი არ აღმოჩნდა, მე რომ მინდოდა, მაგრამ შემოდგომის პეტერბურგში მოგზაურობა მაინც საინტერესო  გამოვიდა… 1869 წელს გერის სიკვდილის შემდეგ (სინამდვილეში პაველ ისაევი 31 წლის შემდეგ გარდაიცვალა და რევოლუციონერებთანაც არ ჰქონია კავშირი) ფიოდორი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, რასკოლნიკოვივით ღარიბულ ოთახში სახლდება და გამომძიებელთან აღმოჩნდება, მიშკინივით ეპილეფსიის შეტევას ელის, სტავროგინივით ებრძვის “ეშმაკებს” საკუთარ თავში, ხვდება რევოლუციონერ ნეჩაევს (ვერხოვენსკის), ტვერში მარია ლებიადკინაც ცხოვრობს… მოკლედ, უიმედო სიბნელეა ფიოდორის სულში… პეტერბურგშიც… რუსეთშიც…

მეტი