რუსეთის წარსული, აწმყო და მომავალი

734822_4690098044790_363046036_nგახსოვთ, რამდენიმე თვის წინ საბჭოთა ეპოქაზე რომ ვისაუბრეთ? ახლაც “მონათესავე” წიგნები მინდა გაგაცნოთ – ოთხი ანტიუტოპია, რომელიც შესანიშნავად ეხმიანება რუსეთის წარსულს, აწმყოსა და იქნებ მომავალსაც…

ვასილი აკსიონოვის “კუნძული ყირიმი” “მოსკოვურ საგას” ვერც შეედრება, თუმცა ფრიად საინტერესო დაშვებაზე კი გახლავთ დაფუძნებული – რა მოხდებოდა, თუ ყირიმი გადაურჩებოდა საბჭოთა ოკუპაციას და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა? როგორც აღმოჩნდა, ბევრი არც არაფერი. მართალია, ყირიმი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუსწრებდა სსრკს (რომელიც, მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ “ოფიციალურად” გახლდათ სამოთხე, თორემ რეალურად ძალიან ჩამორჩენილ იმპერიად დარჩა) და მისი ქუჩები უცხოური მანქანებით, ჯინსებში გამოწყობილი ინგლისურად მოსაუბრე ახალგაზრდებით და ბარებით გაივსებოდა, მაგრამ ბედისწერისგან გაქცევა მაინც ვერ მოხერხდებოდა, მით უფრო რომ თავად ხალხი მოისურვებდა გასაბჭოებას (მოღალატეები ხომ ყოველთვის და ყველგან არსებობენ)… სსრკ-ც თავისი ჩვეული სტილით “შეაჭენებდა” ტანკებს სიმფეროპოლში და გვიან, მაგრამ მაინც ჩაიგდებდა ხელში აყვავებულ კუნძულს… More

მოსკოვური საგა

“მოდით, დავლიოთ რუსული ლიტერატურის სადღეგრძელო! ამ ერს დიდებული არაფერი შეუქმნია, ლიტერატურისა და საიდუმლო პოლიციის გარდა.”

მოსკოვი, 1925 წელი. გრადოვების ოჯახი აგარაკზე შეიკრიბა – დიასახლისი მერი გუდიაშვილი-გრადოვა 45 წლის იუბილეს ზეიმობდა. მისი მეუღლე ბორის გრადოვი მაღალ ეშელონებში მიღებული ექიმი გახლდათ, უფროსი ვაჟი ნიკიტა – უკვე წარმატებული სამხედრო და მშვენიერი ვერონიკას ქმარი, უმცროსი კირილი – მომავალი პარტიული მუშაკი, ქალიშვილი ნინა კი – იმედისმომცემი პოეტი… “ზამთრის თაობას” მეტი რა სურდა სრული ბედნიერებისთვის – გრადოვები, როგორც სრულიად საბჭოეთი, თავს ბედნიერად და დაცულად გრძნობდნენ… More