ვეშაპის ხახაში გამქრალი მადათოვი

გახსოვთ, საკმაო ხნის წინ მადათოვზე რომ “გადავფრინდით”? მხატვარი ხაფოს მკვლელობის ამბავი თუ წაგიკითხავთ, არ დაგავიწყდებოდათ. აი მე კი დამავიწყდა, რომ მადათოვის კუნძულის თავგადასავლი ჯერ არ დასრულებულა და მხოლოდ ახლაღა გავაგრძელე “მოგზაურობა” ძველ თბილისში (თუმცა წიგნებს ხომ თავისი დრო აქვთ)…

ტრილოგიის მეორე ნაწილში 1909 წელია. ძველი  ამბებიდან 10 წელიწადი გასულა. ტფილისი ისევ ძველებურია – მადათოვიანი. ხალხიც ძველებურია – კარქათაც გაქეიფებენ, კარქათაც დაგმალავენ, ერთ კარქ ოპერასაც მოგასმენინებენ თიატრში… ვის აღარ ნახავ – ლიტერატურულ გმირებს, ისტორიულ პიროვნებებს, აკას გამოგონილ პერსონაჟებს… ფრთხილათაც უნდა იყო – აღმოსავლური სიყვარულით ტკბობის ხერხები თუ ჩაგივარდა ხელში, ფრობლემები შაგექმნება და ეგებ ტიფლისელმა არამამაც ვერ გიშველოს… ცბიერ კნიაგინიასთან შეხვედრა ხომ მთლად ღმერთმა გაშოროს… ისე გაქრები, შენს კვალსაც კი ვერავინ მიაგნებს… More