გიყვართ ვირჯინია ვულფი? ამ სახელის გაგონებისას ალბათ პირველ რიგში “მისის დოლოვეი” გახსენდებათ, შემდეგ “საკუთარი ოთახი”, “გზა შუქურისკენ” და შესანიშნავად ეკრანიზებული მაიკლ კანინგემის “საათები”. ამ წიგნებზე ნაკლებად ცნობილი არც “ორლანდოა”, თუმცა ძალიან განსხვავებული კი არის. მეტი
ორლანდოს ორი ცხოვრება
01 მაისი 2017 3 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ვირჯინია ვულფი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორლანდო
მოგზაურობა ქალებთან ერთად
26 მაისი 2014 8 Comments
in ავსტრიული, ბრიტანული, ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დორის ლესინგი, ელფრიდე იელინეკი, ვირჯინია ვულფი, ინტელექტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მეორე სქესი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, ოქროს რვეული, პალიტრა L, პიანისტი ქალი, სიმონა დე ბოვუარი, შუქურაში
ელფრიდე იელინეკის “პიანისტი ქალი” – პირდაპირ გეტყვით – ამ წიგნმა შოკში ჩამაგდო! არა, ეგოისტი დედების მეტი რა გვინახავს საქართველოში, მაგრამ პიანისტი ერიკას დედა უნიკალური მოვლენაა. ასეთი მანიკალური ფსიქიკის დედა ნამდვილად არ შემხვედრია და რა გასაკვირია, თუ ასეთი ადამიანის გვერდით ჯერ ქმარი გაგიჟდა, შემდეგ კი შვილს დაეწყო სადო-მაზოხისტური გადახრები. ერიკა ხომ მთელი ცხოვრება (30 წელზე მეტი) დედის მხრიდან ფიზიკური და ფსიქლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახლდათ – მას არ ჰქონდა მუსიკაზე უარის თქმის უფლება, არც დაუკითხავად გარეთ გასვლის, არც გვიან მოსვლის, არც სიყვარულის, არც მეგობრობის… ერიკას არაფრის უფლება ჰქონდა და ამიტომაც შექმნა თავისი სამყარო – ტკივილზე დაფუძნებული სამყარო, იმიტომ რომ მან სხვა არც არაფერი იცოდა… მეტი
ზამთრის ბოლო მოგზაურობები (ნაწილი 2)
29 თებ 2012 20 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, ლიტერატურა, რუსული, ფრანგული ტეგები:ალმოდოვარი, ამაოების ბაზარი, ბანდერასი, დოსტოევსკი, ვირჯინია ვულფი, თეკერეი, კანი რომელშიც ვცხოვრობ, კატა ცხელ თუნუქის სახურავზე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჟონკე, საკუთარი ოთახი, ტარანტული, ტენესი უილიამსი, ტრამვაი "სურვილი", ქალები ლიტერატურაში
ტენესი უილიამსის პიესები – რადგან პიესებთან დაბრუნებამ ასე თუ ისე “გაამართლა” და დიდი მოცულობის ნაწარმოებსაც ვერ “ჩავუჯექი”, ამიტომ ისევ დრამატურგს მივმართე. თან ტენესი უილიამსის პიესების მიხედვით გადაღებული ფილმებიც მელოდა და ჩემი ტრადიცია “ჯერ წიგნი, მერე ფილმი” არ დავარღვიე. პირველი პიესა “კატა ცხელ თუნუქის სახურავზე” განსაკუთრებული სიუჟეტით არ გამოირჩევა. ეს არის ერთი დღე ამერიკული ოჯახის ცხოვრებიდან. აქ შეხვდებით გალოთებულ ყოფილ სპორტსმენს, რომელსაც თავისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი სტანჯავს და ვერ გაუგია, რომ “არ შეიძლება ცეცხლმოკიდებული სახლის ჩაკეტვა ხანძრის დავიწყების იმედით”, მის ცოლს, რომელიც ცხელ თუნუქის სახურავზე მოსიარულე კატას ჰგავს, მომაკვდავ მამას და მის ქონებაზე მონადირე ოჯახის წევრებს. მოკლედ, ეს არის პიესა ერთ გალიაში ჩამწყვდეული კატების ბრძოლაზე… მეორე პიესაში “ოცნების” დაკარგვის შემდეგ მარტოსულობით შეპყრობილი ბლანშ დიუბუა ტრამვაი “სურვილს” დისა და სიძის “უცნაურ” ოჯახში მიჰყავს. ბლანშის უკანასკნელი გაჩერება ფსიქიატრიული კლინიკაა…(P.S. სტელამ საოცრად გამაღიზიანა და მარლონ ბრანდოზეც “დამეკარგა წარმოდგენა” : ) )
თეოდორ დოსტოევსკის მოთხრობები – ამ მოგზაურობაზე დიდი ხნით აღარ შევჩერდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი: “იკითხეთ დოსტოევსკი, გიყვარდეთ დოსტოევსკი, -თუ შეგიძლიათ, თუ არ შეგიძლიათ, ლანძღეთ დოსტოევსკი, მაგრამ იკითხეთ…”
ტიერი ჟონკეს “ტარანტული” – პედრო ალმოდოვარსა და ანტონიო ბანდერასს ალბათ ყველა იცნობს, ტიერი ჟონკეს კი არც ისე ბევრი. არადა სწორედ ამ მწერლის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა მათი ჯერჯერობით ბოლო ერთობლივი ნამუშევარი. ეს არის ისტორია “მოფრანკენშტეინო” პლასტიკური ქირურგის შესახებ, რომელიც ტარანტულივით მოხერხებულად აბამს მახეში მსხვერპლს და მასზე უცნაურ ექსპერიმენტებს ატარებს. თანამედროვე მეცნიერებას ყველაფერი შეუძლია, მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი გონების, სულის, სქესის შეცვლა?! იქნებ სხეული მხოლოდ “კანია, რომელშიც ვცხოვრობთ”?! უნდა ვაღიარო, რომ ჟონკეს შექმნილ აბლაბუდაში მეც გავები და ცოტა არ იყოს გამაოცა კვანძის გახსნამ.
უილიამ თეკერეის “ამაოების ბაზარი” – XIX საუკუნის ინგლისის საზოგადოება, ლონდონური ბრწყინვალება და სოფლური “სიმდაბლე”, მუქთახორა დიდგვაროვნები და ყველაფერზე წამსვლელი მდაბიოები, თაღლითობის, არშიყის, თამაშის, ლოთობისა და ანგარების მორევში ჩაძირული ადამიანები – “აი, ეს არის ამაოების ბაზარი!” ამ ბაზრის მთავარი ფიგურა კი სათნო ემილია სედლის სრული ანტიპოდი ბეკი შარპია, რომელიც მიზანმიმართულად მიიწევს წინ მწვერვალისკენ და მეტი
ბოლო კომენტარები