ვლადიმერის შეწყვეტილი ფრენა

43a0858bb2b85a867d0a44c841384d98 “ვალოდიას ბევრი მეგობარი ჰყავდა. ერთნი ყოველდღე ხვდებოდნენ მას, სხვები ხანდახან მის კონცერტებზე მოხვედრას ახერხებდნენ, მესამენი მხოლოდ ჩანაწერებს უსმენდნენ. მაგრამ ყველანი მისი მეგობრები იყვნენ.” სწორედ მეუღლის მეგობრებისთვის დაწერა მარინა ვლადიმ ეს წიგნი… წიგნი, რომელიც სავსეა ემოციით – სიხარულით, ბედნიერებით, ტანჯვით… სავსეა ვლადიმერით…

ერთი შეხედვით უცნაურია, რას შეიძლებოდა ასე მტკიცედ დაეკავშირებინა წარმატებული ფრანგი მსახიობი და “ოდიოზური, შეუმჩნეველი გარეგნობის უიღბლო” პოეტი, მუსიკოსი და მსახიობი, ამასთან ლოთი და ნარკომანიც… მაგრამ ამ არცთუ შესაშური “თვისებების” მიღმა იმალებოდა საოცარი გამოხედვის მქონე გენიოსი, ადამიანი, რომელმაც მარინას თვალწინ გაანიავა ცხოვრება და ბოლომდე მაინც არ წავიდა ამქვეყნიდან. სწორედ ამიტომ წლების შემდეგ ის შენობით მიმართავს უკვე მსოფლიოს კერპს (თითქოს ის მის გვერდით ზის) და გვიყვება საბჭოთა რეალობისთვის არაორდინალური პიროვნების ნამდვილ ისტორიას… More