კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 90-იანი წლების რუსეთში! მაღაზიების ცარიელ დახლებს ნელ-ნელა იპყრობს “პეპსი”, “პარლამენტი” და სხვა ბრენდები… “ახალი რუსები” საკუთარს ვერაფერს აწარმოებენ, ამიტომ “საუკეთესო” საქმედ რეკლამა მიიჩნევა… და აი, ისიც! მოვლენების ეპიცენტრშია ახალგაზრდა “მარკეტოლოგი” ვავილენ (ვოვა) ტატარსკი! ცოტა უცნაური სახელია,არა? თავად ისიც ასე ფიქრობს და ამიტომაც ირქმევს ვოვას, თუმცა წინ ისეთი ამბები ელის, რომ მშობლების “საბჭოთა ფანტაზია” რა მოსატანია… მოსკოვი ხომ ლამის ბრძოლის ველად ქცეულა, სადაც ე.წ. “რეკლამშიკები” მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ როგორმე სასურველი მიმართულებით წარმართონ ქალაქში ატეხილი ხელჩართული ომი, მომგებიანად მართონ მათივე ხელით შექმნილი პოლიტიკოსები,”მშვიდობიანად” გამოვიდნენ ნარკოტიკული თრობის მდგომარეობიდან და გაარკვიონ სად მთავრდება ჰალუცინაცია და სად იწყება ეზოთერული სასწაული… საინტერესოა, არა? ვავილენიც გეთანხმებათ და ბოლომდე იძირება “მარკეტინგულ” ჭაობში… ფრთხილად იყავით, მასთან ერთად არ აღმოჩნდეთ იქ და ტყვია არ მიიღოთ ზურგში! თუმცა ცალი თვალით შეხედვა კი შეიძლება… წიგნები ხომ სწორედ ამიტომ იწერება… მეტი
Generation P
16 აპრილი 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ანტისაბჭოთა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ვიქტორ პელევინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, შოთა იათაშვილი, GENERATION „პ“
Back to the USSR
14 აგვისტო 2015 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, რუსული ტეგები:ანტისაბჭოთა, ვენედიქტ ეროფეევი, ვიქტორ პელევინი, იური დომბროვსკი, კისი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მოსკოვის სადგურები, ომონ რა, ტატიანა ტოლსტაია, უსარგებლო ნივთების ფაკულტეტი
საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე ბევრი ოცნებობს. ზოგი 37-მანეთიან ბილეთს მისტირის, ზოგი – ხელფასსა და სამსახურს (ძირითადად, ფორმალურს)… მონატრების ობიექტი ბევრია, მაგრამ საბჭოთა კავშირის რეალურ სახეს ვინც იცნობს, შეუძლებელია დაბრუნებაზე ოცნებობდეს…
შეიძლება იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელიც სასმელში ჩაძირული მუშა-მოსამსახურეებითაა სავსე (ვენედიქტ ეროფეევის “მოსკოვის სადგურები”)?
ბოლო კომენტარები