რუსული ქარბუქი

ქარბუქი… ტრადიციული რუსული ქარბუქი… ამჯერად ქარბუქში საქმროსთან შესახვედრად წასული მარია გავრილოვნა არ დაკარგულა… არც ტოლსტოის გზააბნეული გმირი… გზას ექიმი გარინი ასცდა, რომელმაც ვაქცინით დაზომბებისგან უნდა იხსნას ადამიანები… არც მოვლენები ვითარდება პუშკინის დროს (თუმცა მწერლის ენა “ძველებურად” დახვეწილია), თუმცა ეპოქასა და პერსონაჟებს რა მნიშვნელობა აქვს… მთავარი გმირი და მოქმედების ადგილი ხომ ქარბუქია… ქარბუქი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანების ცხოვრებას, ბედისწერას… ადამიანები ხომ დამოკიდებულნი არიან რუსულ გეოგრაფიაზე… ისინი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან და რა მიზანი ამოძრავებთ, მაინც იკარგებიან უსაზღვრო რუსულ სივრცეში, რომელშიც დრო გაჩერებულია, ყველაფერი იმტვრევა, გზა კი არავინ იცის სადაა, რადგან მისი მონიშვნა არც სჭირდებათ… ესაა რუსული ცხოვრება საუკუნეების მანძილზე – ცხოვრება ქარბუქში… More

Advertisements

ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად

კიდევ ერთი წელიც მიიწურა. ყოველწლიურად უამრავი კარგი და ცუდი რამ ხდება, თუმცა აქ მხოლოდ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ეს წელიც დადებითად შემიძლია შევაფასო. სხვანაირად არც შეიძლება – წელს ხომ ბევრი კარგი “მოგზაურობა” გამომივიდა 🙂

წლის ბოლო მოგზაურობა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა – ერთ-ერთი უკანასკნელი ავტორი უკვე რამდენიმე წელია სერ ტერი პრატჩეტი გახლავთ. გასაკვირი არც არის – თანამედროვეობაში მასზე მხიარული მწერალი არც მეგულება 🙂 ჰოდა, ამჯერადაც არ დავაყოვნე და დისკოს სამყაროსკენ გავემართე. More

ოპრიჩნიკის დღე

მოსკოვი, 2027 წელი… რუსეთში ნანატრი მონარქია აღდგა და კავკასიიდან ჩინეთამდე გადაჭიმული იმპერია “რუსეთის დიდმა კედელმა” “სოდომური” მსოფლიოსგან გამიჯნა. თუმცა მტრები შინაც დარჩნენ და მათთან საბრძოლველად ოპრიჩნიკები დაიძრნენ, რათა ამოეძირკვათ “წმინდა რუსეთის” მოწინააღმდეგენი… More