20 ივნ 2014
by Kejeradze
in ბრიტანული, ლიტერატურა, ჩეხური
ტეგები:ბოჰუმილ ჰრაბალი, გია ჭუმბურიძე, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეგრე გააგრძელე ჯივზ, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, ვუდჰაუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სულხან მუხიგულაშვილი, ჯივზი და ვუსტერი
ვაგრძელებთ “დიოგენეს” სიახლეების “დაგემოვნებას 🙂
“დიოგენეს ბიბლიოთეკის” ახალი წიგნი – ბოჰუმილ ჰრაბალის “ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს” – პატარა ოფიციანტზე მოგვითხრობს, რომელიც ნელ-ნელა იზრდება (კარიერულად, შინაგანად და არა ფიზიკურად), ცხოვრებას ეცნობა. ის ხან ბორდელშია, ხან რესტორანში ეთიოპიის იმპერატორს ემსახურება, სიმდიდრეზე ოცნებობს, ნაცისტების ბანაკშიც ამოყოფს თავს… მწვერვალსაც მიაღწევს და უფსკრულშიც აღმოჩნდება. ყველაფერ ამას თავად გვიამბობს და ირონიითაც გემოვნებით “აზავებს”… მეტი
29 მაისი 2014
by Kejeradze
in ლიტერატურა, ქართული
ტეგები:ანა პოლიტკოვსკაია, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბოჰუმილ ჰრაბალი, გაბრიელ გარსია მარკესი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეგრე გააგრძელე ჯივზ, ელიფ შაფაქი, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, ვენერას სიზმარი, ვუდი ალენი, ვუდჰაუსი, თამარ სუბელიანი, თანამდევი მოვლენები, თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, იროელთა ქრონიკები, კაფკა პლაჟზე, კინობიბლიოთეკა, კორალაინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოგოს პრესი, მარი ბექაური, მეორე მხარე, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ნისლი, ოლდოს ჰაქსლი, ორჰან ფამუქი, ოქროს გალია, პალიტრა L, პრაღის სასაფლაო, პუტინის რუსეთი, რეზო ჭეიშვილი, სალმან რუშდი, სალომე ბენიძე, საოცარი ახალი სამყარო, სერია ამერიკელები, სიესტა, სტამბოლელი ნაბიჭვარი, სტივენ კინგი, სხვა ფერები, უინსტონ გრუმი, უმბერტო ეკო, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, ფლორენციელი ჯადოქარი, ფორესტ გამპი, შავი წყალი, შენი თავგადასავალი, შირინ ებადი, წიგნი, ჯოის კეროლ ოუტსი, ჰარუკი მურაკამი
15 იან 2014
by Kejeradze
in ბრიტანული, ლიტერატურა
ტეგები:დაიკიდე ჯივზ, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ვუდჰაუსი, ვუსტერთა გვარის ღირსება, კიმი, კიპლინგი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჯივზი და ვუსტერი
გახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ ჯივზთან ერთად რომ “დავიკიდეთ”? რა თქმა უნდა, გახსოვთ. ბერტი ვუსტერისა და მისი გამჭრიახი მსახურის დავიწყება ფრიად რთული საქმე გახლავთ. მოსიყვარულე დეიდა დალიასაც ვერ განდევნით ადვილად თქვენი მეხსიერებიდან. აბა დაფიქრდით – ირგვლივ მოგეძევებათ ისეთი დეიდა, რომელსაც ერთი სული აქვს, საკუთარი ძმისწული ავტობუსის ბორბლებქვეშ იხილოს? ჰოდა, ქალბატონი დალია ჯივზისა და ვუსტერის ახალ თავგადასავალშიც სრულიად განსხვავებულ როლს ასრულებს – მისი ჩანაფიქრი, არც მეტი, არც ნაკლები, ვუსტერთა გვარის ღირსებას შელახვით ემუქრება… ჯივზსაც რა დარჩენია – იძულებული ხდება, რომ ბერტი ვუსტერი ისევ იხსნას განსაცდელისა და თავის გასკდომისგან. ასეთი კამერდინერის პატივცემულ პატრონს ხომ არც ავბედითი სახლი აშინებს (უფრო არანორმალურებით დასახლებული ბალაგანი რომ ეთქმის) და არც დიდ ნერვიულობაში გადაზრილი ნაბახუსევი… მეტი
24 ნოე 2012
by Kejeradze
in ამერიკული, ბრიტანული, თურქული, იტალიური, ლიტერატურა, სამხრეთაფრიკული, ჩეხური
ტეგები:გზაზე, დაიკიდე ჯივზ, დროშები მტვერში, ედით უორტონი, ვუდჰაუსი, კარდინალი მარტინი, კირჩხიბის ტროპიკი, კუნდერა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მებრძოლთა კლუბი, მისნის ღამე, ორჰან ფამუქი, ოსტერი, პალანიკი, რა სწამს მას ვისაც არ სწამს, სირცხვილი, სტამბოლი მოგონებები და ქალაქი, უმანკოების ხანა, უმბერტო ეკო, ფოლკნერი, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, ჯეკ კერუაკი, ჯონ მაქსველ კუტზეე, ჰენრი მილერი
სულ ახლახანს წიგნების სერია ,,დიოგენეს ბიბლიოთეკა” ,,გალას” გამარჯვებული გახდა. ალბათ ამ გადაწყვეტილებას ყველა ბიბლიოფილი დაეთანხმება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს “სერიული” გამოცემები საკმაოდ ხშირია, უმეტეს შემთხვევებში გამომცემლები უკვე ათასჯერ გამოცემულ ძველ თარგმანებს გვთავაზობენ. ამ მხრივ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა – წიგნის ფესტივალიდან მოყოლებული მუდმივად გვიკეთებენ საჩუქარს (მერე რა, თუ ერთ ან ორ კვირაში ერთხელ არ გამოდის მორიგი ტომი და არც “განსაკუთრებულადაა” გაფორმებული – სამაგიეროდ, შერჩეულ ავტორებს, თარგმანსა და მოკრძალებული დიზაინს ვერაფერს დავუწუნებთ) ისეთი წიგნების სახით, რომლებსაც დიდი ხანია ველოდით… მეტი
27 მაისი 2012
by Kejeradze
in ამერიკული, ბელგიური, ბრიტანული, გერმანული, თურქული, იტალიური, ლიტერატურა, ფრანგული, ქართული, შვეიცარიული
ტეგები:ავარია, ამერიკული ზღაპრები, ბაბუაწვერას ღვინო, ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები, გობლინთა ნაკრძალი, გურჯი ხათუნი, დაიკიდე ჯივზ, დამსვენებელი, დაცემა, დროშები მტვერში, ედით უორტონი, ვისაც არ სწამს, ვუდჰაუსი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მებრძოლთა კლუბი, მისნის ღამე, მკვლელის ჰიგიენა, ნოტომი, ოსტერი, რა სწამს მას, სიტყვები, სტამბული, უმანკოების მუზეუმი, უმანკოების ხანა, უმბერტო ეკო, ფოლკნერი, შავი ჭირი, ჩაძირული ქალაქის ღამე, წიგნის ფესტივალი, ჭამე ილოცე შეიყვარე, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები, ჯილბერტი, ჰიტლერი
მოგეხსნებათ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა (არა მხოლოდ ბიბლიოფილებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, ფესტივალის პირველი ორი დღე მაინც სამუშაო დღეებს დაემთხვა და მხოლოდ მესამე დღეს გავემართე ექსპო-ჯორჯიასკენ (სამაგიეროდ, პირველი ხელფასით “ჯიბედამშვენებული”) 🙂
პირველ რიგში, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ წელს “პალიტრა L”-ის წიგნები ცალკე პავილიონში იყო განთავსებული, შესაბამისად ტრადიციული უზარმაზარი რიგი აღარ იდგა და საერთო პავილიონშიც უფრო თავისუფლად გადავადგილდებოდით. სამაგიეროდ, მაკულატურით “შეიარაღებული” ხალხი იყო მრავლად… მეტი
ბოლო კომენტარები