შეუცნობელი ნოსტალგია გერმანულად

“გაანადგურეთ, რაც ბოლოს მოხდა,
მოგონებებს ნუ ახლებთ ხელს”

ოდესმე გიფიქრიათ ემიგრაციაზე? ალბათ ერთხელ მაინც ასეთი შესაძლებლობა ყველას დაგვიშვია, თუმცა პირადად მე მილან კუნდერას “შუცნობელის” შემდეგ ქვეყნის დატოვება აზრადაც კი არ მომდის. ირენესა და იოზეფის “დიდი დაბრუნების” შემდეგ მივხვდი, რომ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს შეუცნობელ ნოსტალგიას, შეუცნობელ მომავალს, შეუცნობელ დაბრუნებას, დიდ სიცარიელეს, რომელსაც სამშობლო მხოლოდ სახელად ჰქვია… ახლა კი, როდესაც “დიოგენემ” “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ვ.გ. ზებალდის “ემიგრანტებიც” შემოგვთავაზა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი… More