ომის წილი სინათლე

1945 წელი დადგა… მეორე მსოფლიო ომი დასრულდა… ბრიტანეთში ერთი შეხედვით სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა სწორედ ამ დროს აირია ყველაფერი ნათანიელისა და მისი დის ცხოვრებაში – მშობლებმა სინგაპურში გამგზავრება და მათი უცნობ ადამიანებთან დატოვება გადაწყვიტეს… და ამით სამუდამოდ შეცვალეს შვილების მომავალი… მეტი

ველური პალმები

“თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა.” (ფსალმუნი 136:5)

მაინც რა არის ბედისწერა? ალბათ ამაზე ბევრი გიფიქრიათ, ბევრიც წაგიკითხავთ და გინახავთ… მაგრამ ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს… ისევე, როგორც არ არსებობს თავისუფლების განმარტება… და ზოგიერთი წიგნის შეფასება… განსაკუთრებით, უილიამ ფოლკნერის… “ველური პალმები” თუ წაგიკითხავთ, აუცილებლად დამეთანმებით, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ კონტრაპუნქტის პრინციპით აგებული წიგნი (შემიძლია ვთქვა, რომ “ველური პალმები” უფრო მომეწონა, მაგრამ ახლა – წაკითხვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ – კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ ორი, ერთი შეხედვით სრულიად დაუკავშირებელი, ნაწილი განუყოფელია),რომელიც მოგვითხრობს ქალსა და მამაკაცზე და შემთხვევით თავისუფლებაზე აღმოჩენილ პატიმარზე. ეს ბევრად მეტია… ესაა ამბავი კაცზე, რომელიც თავსიფულებას გაექცა და კიდევ წყვილზე, რომლებსაც თვისუფლება სურდათ… კიდევ ასაკოვან “უფერულ” ცოლ-ქმარზე, მიტოვებულ ქმარსა და შვილებზე… დიახ, ეს არის სიყვარულის ისტორია, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც მივეჩვიეთ – ისეთი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც მოიპოვეს, დაისაკუთრეს, მაგრამ “ეზედმეტათ”… რომელიც თავისუფლება კი არა, სიმძიმე აღმოჩნდა… რომელიც დააგემოვნეს და ყელში გაეჩხირათ… რომელიც ველური პალმების შრიალში მოკვდა… მეტი

პოლის ერთადერთი ამბავი

“უმრავლესობას ერთადერთი ამბავი გვაქვს მოსაყოლი. იმას არ ვამბობ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ ხდება-მეთქი: მოვლენა უამრავია, რასაც მერე უამრავ ამბადაც ვაქცევთ, მაგრამ მთავარი მუდამ ერთადერთია – ის, რაც საბოლოო ჯამში მოსაყოლად ღირს.” – ასე იწყებს თხრობას პოლი, რომელმაც 19 წლის ასაკში ნაკლებ სიყვარულს და ნაკლებ ტანჯვას მეტი სიყვარული და მეტი ტანჯვა არჩია… მან რომანი გააბა 48 წლის ქალთან და ეს სულაც არ გახლდათ მსუბუქი საზაფხულო ფლირტი ან თუნდაც სექსი… ეს იყო ბევრად მეტი… ეს იყო ერთადერთი ამბავი, რომლის “გავლითაც” პოლმა მოიპოვა თავისუფლება… ან იქნებ დაკარგა? ეს არავინ იცის და ალბათ ასეთ გზებს არც ირჩევენ. თავად გზა გვირჩევს ჩვენ და გვაწერინებს იმ ერთადერთ ამბავს, რომელიც სხვა ყველაფერს ჩრდილავს… პოლის ამბავი სიყვარულია, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კი მარადიული აღმოჩნდა… და რა იქნება ჩვენი? ამას მხოლოდ წლების შემდეგ თუ გავიგებთ… რადგან ასეთ ამბებს დრო სცდის… დრო გვიჩვენებს, რა გაფერმკრთალდება და რა შეინარჩუნებს ფერებს… მეტი

ქვის ანგელოზი მენავაკიდან

გიფიქრიათ სიბერეზე? ალბათ ეს ფიქრი ზოგჯერ მაინც ყველას გაგვიელვებს, თუმცა რეალურად ვერ აღვიქვამთ იმ დროს, რომელიც ჯერჯერობით შორეულ მომავალს ეკუთვნის… მაგრამ თუ მაინც “გვესტუმრება” აზრი მოხუცებულობაზე, ხშირად ვფიქრობთ, რომ მოხუცთა თავშესაფარი სულაც არაა ცუდი “გამოსავალი”. იქ ხომ კომფორტულად ვიქნებით, თანატოლებთან ვიმეგობრებთ, ოჯახის წევრებს ვუმასპინძლებთ და ირგვლივ ბევრი მზრუნველი ადამიანი გვეყოლება… ასე ვფიქრობთ ჩვენ – ახალგაზრდები… და როგორია სინამდვილეში სიბერე? ამას შესანიშნავად აღწერს ჰეიგარი – ქალი, რომელიც მენავაკაში გაიზარდა და ახლა 90 წლისაა. სწორედ ამ ასაკში, როდესაც ნელ-ნელა სრულიად უმწეო ხდება, ის მიგვიძღვის საკუთარ წარსულში, ჩვენთან ერთად აანალიზებს შეცდომებს (რომლებიც უამრავი ჰქონდა და რომლებმაც განსაზღვრა მისი ცხოვრება) და თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სიბერე აუცილებლად მოვა… მას ვერავინ გაექცევა (აკი დიდხანს სიცოცხლეა ის, რასაც ერთმანეთს და საკუთარ თავს ვუსურვებთ). ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ღირსეულად მივიდეთ სიბერემდე, საკუთარი ხელით არ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც გვიყვარს… მხოლოდ ამას თუ გავაკეთებთ და მშვიდად გადავალთ იმ სამყაროში, რომელშიც ქვის ანგელოზი “გაგვაცილებს”… მეტი

კაფკას ლეოპარდები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პრაღაში – ამ იდუმალ ლიტერატურულ ქალაქში! დიახ, დიახ, აქ მრავალჯერ ყოფილხართ – ხან გუსტავ მაირინკთან, ხან კი მილან კუნდერასთან, ფრანც კაფკასა და სხვებთან ერთად… ამ უკანასკნელს ახლაც შეხვდებით, ოღონდ სულ სხვა ამპლუაში. აქ ის ავტორი კი არა, ბრაზილიელი მოასირ სკლიარის პერსონაჟია! უკვე საინტერესოდ ჟღერს, არა? თუ ამ წიგნს გადაშლით, მართლაც ძალიან საინტერესო სამყაროში ამოყოფთ თავს და ახალგაზრდა ბენიამინ კანტაროვიჩის, ანუ “თაგუნას”, “ტყავში” აღმოჩნდებით. მასსავით და იქნებ უფრო მეტადაც კი ჩაგითრევთ ლევ ტროცკის უცნაური დავალების შესრულება, რომელიც კაფკას ფრიად “რთული” ტექსტშია დაშიფრული… და რაში მდგომარეობს ეს დავალება? ეს არავინ იცის. ალბათ მხოლოდ კაფკამ და ტროცკიმ… ან მოასირ სკლიარმა… მეტი

კარგი კაცი სანთლით საძებარია

კარგი კაცი სანთლით საძებარიაო… ასე დაასათაურა ფლენერი ო’კონორმა თავისი კრებული… და განა ასე არ არის? სად არიან კარგი კაცები, მაშინ, როდესაც ბავშვები ან დაბადებამდე არ უნდათ, ან ყურადღებას არ აქცევენ, ან ეს ბავშვები ურჩხულებად იზრდებიან და ისეთ რაღაცებს სჩადიან, რომ თმა ყალყზე დაგიდგებათ? ისინი იმდენად ცოტანი არიან, რომ სანთლით თუ მოძებნით და ძალიან იშვიათად გადააწყდებით… ზოგჯერ გეგონებათ, რომ შეუძლებელია… რომ ასე სახალისოდ დაწყებული ამბავი (როგორც პირველი მოთხრობა) ასე ვერ გაგრძელდება, მაგრამ ფლენერი ისე იქცევა, როგორც ხშირ შემთხვევაში ცხოვრება… ყველაფერს სწორედ ისე ასრულებს, როგორც ეს სინამდვილეში ხდება – ტყვიით, ცრემლით, ცეცხლით… და სამი წერტილით… მეტი

რასაც თან დაათრევდნენ

რა არის ომი? ამაზე უამრავი მწერალი წერს, უამრავი რეჟისორი უძღვნის ფილმს… თუმცა სინამდვილეს მხოლოდ ისინი უახლოვდებიან, ვისაც საკუთარი თვალით უნახავს ომი (ესეც კი ვერ გვიჩვენებს ბოლომდე რეალობას – ჩვენ ხომ მაინც “მესამე პირის” თვალით ვუყურებთ ამ ყველაფერს)… მათ შორისაა ტიმ ო’ბრაიენიც – კაცი, რომელმაც თავად ნახა ჯოჯოხეთი სახელად ვიეტნამი… მეტი

პირველწყარო

იცნობთ აინ რენდს? თუ არა, მერწმუნეთ, ძალიან ბევრს კარგავთ. არა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი წიგნები გავლენით მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩება, არც იმიტომ, რომ მისის აინმა გაბედა და 1943 წელს ერთი შეხედვით ძალიან “უდროო” თემაზე – არქიტექტურაზე – დაწერა წიგნი, თანაც ასეთი დიდი… ეს ყველაფერი თითოეული გამოცემის გარეკანზე წერია… პრეზენტაციებზე იქნებ ისიც მოისმინოთ, რომ “პირველწყაროში” ბევრი სიყვარულია და ბევრი “უცნაური” ნაგებობა, რაც თითქოს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს… თუმცა ჩემთვის ეს წიგნი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ამბავი იმაზე, რომ მომავალი შეუცნობელია… მეტი

გზები, რომელთაც ვირჩევთ

ბავშვობა ყველა ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია (თუ, რა თქმა უნდა, რაღაც განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებთან არ გვაქვს საქმე). არ აქვს მნიშვნელობა, როდის და რა პირობებში ჩაიარა იმ წლებმა (პირადად ჩემი ბავშვობა ბნელ 90-იანებს დაემთხვა, თუმცა მაინც ისე ვიხსენებ, როგორც ყველაზე ნათელ წლებს). ამის მიზეზი კი ორია – ცხოვრების საწყის წლებში არაფერი გვადარდებს, რადგან ყველაფერს სხვები გვიგვარებენ (ან ისეთი “პრობლემები” გვაქვს, რაზეც ზრდასრულ ასაკში უბრალოდ გვეცინება) და გვგონია, რომ წინ ძალიან გრძელი და ნათელი გზა გვაქვს. შედეგი კი სულ სხვანაირი აღმოჩნდება ხოლმე. ზოგჯერ ყველაფერი ძალიან კარგად ეწყობა, თუმცა რეალობა ისეთი შთამბეჭდავი არასდროსაა, როგორიც ოცნებებში… ან ცხოვრება საშინლად წავა, როგორც ეს დებ გრაიმზებს დაემართათ (რიჩარდ იეიტსი ამ ფაქტს პირველივე წინადადებაში აფიქსირებს, ასე რომ სპოილერის არ შეგეშინდეთ)… მეტი

ამბავი ჯოზეფ ანტონისა

Copy of 11053194_831725520245383_2366035578957099359_nთანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს თვალს თუ ადევნებთ, მაშინ სალმან რუშდისაც უნდა იცნობდეთ. მისი წიგნების ქართული თარგმანები ხომ ისეთ დიდ გამომცემლობებს ეკუთვნით, როგორებიცაა “დიოგენე”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და “პალიტრა L”. თუმცა მისი წიგნების გამოცემა ჩვენთან მაშინ დაიწყო, როდესაც ეს უკვე უსაფრთხო გახლდათ. ამ სიტყვებს რომ ვწერ, თავადაც ვერ ვიჯერებ, რომ მე-20 და 21-ე საუკუნეებში ლიტერატურაზე საუბრისას სიტყვა “უსაფრთხოებას” ვიყენებთ, მაგრამ ასეა. სალმან რუშდი წლების მანძილზე იმალებოდა ჯოზეფ ანტონის სახელის მიღმა, რათა თავი დაეცვა ირანის სულიერი ლიდერ(ებ)ის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენისგან! მეტი

Previous Older Entries