საახალწლო მოგზაურობები 2013

კიდევ ერთი უამრავი საინტერესო “მოგზაურობით” სავსე წელი მიიწურა. მალე ახალი წელი მოვა… წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად რამდენიმე წიგნი შევარჩიე… თუმცა თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂

დონალდ ბისეტის “ყველაფერი ყირამალა” – განმეორება ცოდნის დედა რომაა, გაგონილი გექნებათ. ლიტერატურასთან თუ მეგობრობთ (სხვა შემთხვევაში პოსტს არც წაიკითხავდით) ისიც გეცოდინებათ, რომ წინასაახალწლოდ სავარძელში თბილად მოკალათებას და საყვარელი წიგნების გადაკითხვას არაფერი სჯობს (მით უფრო, როცა “დაგეგმილი” საკითხავი სტალინურ ეპოქას ეძღვნება). ჰოდა მეც მოვიმარჯვე ქინდლი და გოზინაყის ხრამუნით “გავუდექი გზას”… და, ყვანჩალა ალისასი არ იყოს, ამოვყირავდი… More

Advertisements