ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად

კიდევ ერთი წელიც მიიწურა. ყოველწლიურად უამრავი კარგი და ცუდი რამ ხდება, თუმცა აქ მხოლოდ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ეს წელიც დადებითად შემიძლია შევაფასო. სხვანაირად არც შეიძლება – წელს ხომ ბევრი კარგი “მოგზაურობა” გამომივიდა 🙂

წლის ბოლო მოგზაურობა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა – ერთ-ერთი უკანასკნელი ავტორი უკვე რამდენიმე წელია სერ ტერი პრატჩეტი გახლავთ. გასაკვირი არც არის – თანამედროვეობაში მასზე მხიარული მწერალი არც მეგულება 🙂 ჰოდა, ამჯერადაც არ დავაყოვნე და დისკოს სამყაროსკენ გავემართე. More

სილვიას ცხოვრება ზარხუფის ქვეშ

ესთერ გრინვუდი 19 წლისაა. ის წარმატებული სტუდენტია, რომელიც მუდამ სწავლაზე გახლდათ გადართული და უმაღლეს შედეგებსაც აღწევდა, თუმცა ბედნიერი მაინც არ იყო. ის ვერ ეგუებოდა გარემოს, ვერ ეგუებოდა მის გარშემო არსებულ ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ მაშინ, როდესაც ესთერსა და მის თანატოლებს უბიწოება მოეთხოვებოდათ. ქორწინების შემდეგ კი წყვილები შვილებს აჩენდნენ და ნიღბებს იხსნიდნენ… ესთერს არ შეეძლო სხვებივით ცხოვრება და ამიტომ ნიუ-იორკში გატარებული მორიგი წარმატებული თვის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა სუნთქვა შეწყვიტა. არა, არ მომკვდარა. უბრალოდ ზარხუფის ქვეშ მოექცა… More