ამბავი პორტუგალიის იმპერატორისა

shop_product_image_1557[1]ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ ზოგიერთი პერსონაჟი იდეალური მამაკაცის წარმოსახვით სახესთან ძალიან ახლოსაა. რა თქმა უნდა, ესეც, როგორც სხვა ყველაფერი, გემოვნების ამბავია – ზოგი მისტერ დარსიზეა “შეყვარებული”, ზოგს გრაფი მონტე-კრისტო იზიდავს, ზოგს – ატიკუს ფინჩი… ვინ მოსთვლის რამდენი საინტერესო გმირია ლიტერატურის უკიდეგანო სივრცეში… თუმცა მე თუ მკითხავთ, ჭეშმარიტად საოცნებო მამაკაცი იანია – შვედი გლეხი, რომელიც ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა. ის არც გარეგნულადაა ისეთი, როგორზეც ტრადიციულად ვოცნებობთ ხოლმე, არც განათლებულია და არც მდიდარი. მაგრამ მას აქვს ერთი რამ, რაც იდეალურ მამაკაცად აქცევს – შვილის სიყვარული… მეტი

სანამ ჰიტლერი გვიმზერს

გახსოვთ, ორიოდე წლის წინ სტალინის მსხვერპლთა შესახებ რომ გიამბობდით? არც მეორე დიდი დიქტატორის – ჰიტლერის – შესახებ ვსაუბრობთ იშვიათად (შეძლებისდაგვარად ყურადღებას მესამესაც ვაქცევთ. ისიც დანარჩენებივით მსოფლიოს მმართველობაზე აცხადებს პრეტენზიას), თუმცა მგონია, რომ ისტორიისთვის თვალის გადავლება არასდროსაა ზედმეტი. ახლაც ნაცისტური რეჟიმის სამ “ლიტერატურულ” მსხვერპლზე მინდა მოგითხროთ. მეტი