ქართული ვნებები

იმპერია ისევ ორსულადაა, ნიუ-ბაბილონელები ისევ ათამაშებენ თოჯინებს, ორპირიდან თბილისისკენ ისევ ქრის ქარი და ფსიქიატრიულიდანაც ისევ მოდის წერილები… აბა რა იქნება, ქართველების ექვსი ვნება ხომ არსად წასულა… ექვსივე ვნება გაფურჩქნულია ჩვენს სულებში, თუმცა მე თუ მკითხავთ, პირველი ორი მაინც განსაკუთრებით “გვხრავს” (იქნებ დანარჩენები სულაც მათგან გამომდინარეობენ)… More

წერილები საყვარელ გოგოს ფსიქიატრიულიდან

,,ფსიქიატრიული – საქართველოა, გიჟები – ჩვენ ვართ ყველაო“.

werilebi sayvarel gogos-500x500კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფსიქიატრიულში! აქ ათასგვარ “გიჟს” ნახავთ, მაგრამ ერთი მათგანი მაინც გამორჩეულია. ის მხოლოდ დათო კი არ არის, არამედ Lucky-ც, დემოც შეიქნა და ფუკოც გახდა, ხან რაციონალურია და ხანაც შეშლილი. არა, არ გეგონოთ, რომ მას რაღაც “ბილი მილიგანისეული” სჭირს. საქმე სულ სხვანაირადაა. ფუკო (სიმარტივისთვის ასე მოვიხსენიოთ) “ორსული იმპერიის” შვილია და ცხოვრებაც “ნიუ-ბაბილონური” აქვს – წამლითა და “უსასრულო” მონობით გაჟღენთილი ყოფა. სანამ ამ ჩაკეტილი წრიდან გამოვა, გრძელი გზა აქვს გასავლელი, ძალიან გრძელი. არჩევანიც რთულია – ან უღიმღამო ადამიანთა კლექტივს უნდა შეუერთდეს, ან უნდა გაიქცეს… ანაც მესამე გზა უნდა აირჩიოს – პროტესტი. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, ნელ-ნელა უნდა წავიდეს წინ, “მეები” მოაკვდინოს და მხოლოდ მაშინ აირჩიოს ჭეშმარიტი ბილიკი, როცა უმაღლეს საფეხურს მიაღწევს… და თუ ის ასე მოიქცევა, აუცილებლად მიაღწევს თავისუფლებას – სიკვდილთან მიახლოებით, შიშის დაძლევითა (იქნებ დამარცხებითაც) და საოცარი სიმტკიცით დააღწევს თავს ტოტალიტარიზმს. ასე მოიქცევა ფუკო და მაგალითს მოგვცემს, ნათლად დაგვანახებს, რომ “ფუკოს ქანქარასავით უჩუმრად, ბევრი ყვირილის გარეშე, უნდა გადაიხარო და ქანაობა დაიწყო, ხოლო სიბრტყე რომელშიც შენ ირხევი, ნელა, მაგრამ განუხრელად დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით – ავტორიტეტების, კოლექტივისა და მეგობართა ჩვეული წრის საპირისპირო უნდა იყოს. დაიღლები – შეისვენე, გინდ უკან დაიხიე – რხევათა ცენტრისკენ დაბრუნდი და მერე გააგრძელე, მაგრამ აუცილებლად გააგრძელე!.. თუ ბევრს და ხანგრძლივად იქანავებ, შეიძლება გაგიმართლოს – დროთა განმავლობაში ღერძთან დამაკავშირებელი ჯაჭვი გაცვდება, შემდეგ ის გაწყდება, შენ კი არწივივით ცაში აიჭრები და ჰაერში ილივლივებ…” More

ორპირი თბილისი სტოკჰოლმი

“ფარისევლობა – ეს არის ნიღაბი, რომლის უკან იმალება ტოტალიტარული საზოგადოება!”-დავით (ჯორდანო) ვაშაკიძე

Untitledიმპერია ისევ ორსულადაა, მეთოჯინეებიც ისევ “ათამაშებენ” მარიონეტებს, თუმცა ნიუ-ბაბილონში მაინც არის ერთი სიახლე – დავით (ჯორდანო) ვაშაკიძემ ნობელის პრემია მიიღო და სტოკჰოლმში ისეთი სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა, რომ ზემოთხსენებულ იმპერიას ლამის ნაადრევი მშობიარობა დაეწყო… თუმცა მანამდე აწ უკვე ნობელიანტმა ჯორდანომ გრძელი გზა განვლო…

ჯერ იყო და, როგორც იმპერიის შვილს ეკადრება, დათოც ჩაიძირა წამლისა და ალკოჰოლის მორევში და ლამის ამდენი “შრომით” დაღლილმა ღვიძლმა იმსხვერპლა. მშობლიურ ორპირში სასწაულებრივად მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს გზას შეუდგა, მაგრამ ისინი, ვინც ამ გზაზე უნდა გაძღოლოდნენ წინ, თავად სულ სხვა “რელსებზე” აღმოჩდნენ გადაბრძანებულნი (დეტალები თავად ნახეთ და უფრო საფუძვლიანად “ნიუ-ბაბილონელ მეთოჯინეებში” ჩაუღრმავდით). აწ უკვე ჯორდანოდ ქცეულმა ბატონმა ვაშაკიძემაც გააცნობიერა, რომ “ზეციურ მეუფეს ჩვენი თავისუფლების არ ეშინია, პირიქით, მასში ხედავს ჩვენს განვითარებას. მიწიერი ბელადისთვის კი ქვეშევრდომების თავისუფლება მომაკვდინებელია. ბრძანებელი ერთ არჩევანს უტოვებს მონას – უპირობო მორჩილებას. ამიტომ მონას მხოლოდ ერთი გამოსავალი, ერთი მიზანი და ნება აქვს – როგორმე თვით გახდეს მონათმფლობელი, ჩაგროს სხვა და, იმავდროულად, მას ფარისევლურად “მოყვასი” ეძახოს.” More

ორსული იმპერიის შვილები

ამბობენ, ნარკომანია გაცვეთილი თემააო… იმასაც ამბობენ, რა საჭიროა ამდენი წიგნი და ფილმი ნარკომანებზეო… თუ თქვენც ასე ფიქრობთ, მაშინ ეს წიგნი უნდა გადაშალოთ და აუცილებლად დარწმუნდებით საწინააღმდეგოში. ამაში ბეროუზის “ჯანქიც ” დაგარწმუნებთ, მაგრამ “იმპერიის ორსულობას” სხვა დატვირთვაც აქვს – ის თავისუფალ ამერიკელებზე კი არა, ჩვენზეა – ორსული იმპერიის შვილებზე.

“იმპერიის ორსულობა” სამი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება. მათ წამალი აერთიანებთ და კიდევ იმპერია… პირველი ნაწილი “რესპუბლიკურის ტორტს” ეძღვნება, მეორე – ხაშურის საავადმყოფოს ტუალეტის “სურნელს”, მესამე კი – სამოქალოქო ომში “ორ ცეცხლს შუა” მყოფ რიგით ქართველზეა (გამოგიტყდებით და ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა)… More

ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები

“მე მომწონს თქვენი ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი ქრისტეს საერთოდ არ გვანან” – მაჰათმა განდი.

indexკეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიუ-ბაბილონში! ეს ის ადგილია, სადაც მარადიული მოწყენილობა სუფევს. უვიცობა და უფულობა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ეს უკანასკნელი არც თუ მარტივი შესამჩნევია – ბაბილონელები 1000-ლარიანი განვადებით გამოტანილი ტელეფონებით შესაშური მონდომებით (ნეტავ ასეთი მონდომებით საქმეს აკეთებდნენ) ამესიჯებენ (გამავალი ზარი გამორთული აქვთ და რა ქნან), უახლესი ავტომობილების შეძენაც არ ავიწყდებათ (მერე რა, თუ ხანდახან ბენზინსაც კი ვერ ასხამენ) და “სეკონდ ჰენდებსაც” აქტიურად სტუმრობენ. ბაბილონელებს ხომ მხოლოდ სამი პრობლემა აწუხებთ – ავად არიან, შიათ და სცივათ. More