ჯონ სტაინბეკი და მღელვარების ზამთარი

ჯონ სტაინბეკის მიმართ რომ გულგრილი არ ვარ, ერთხელ უკვე ვთქვი. ორიოდე წლის წინ ზაფხულის არდადეგები თითქმის სულ მას “მიეძღვნა”, შარშანდელ საზაფხულო მოგზაურობებშიც მიიღო მონაწილეობა და თავის ჟანრში ფავორიტ მწერლებში გადაინაცვლა.

ყველაფერი “მარგალიტით” დაიწყო. მექსიკურ ლეგენდაზე დაფუძნებული ისტორია იმისა, თუ როგორ გამდიდრდნენ მოულოდნელად კინო და ხუანა და როგორ შემობრუნდა ორჯერ მათი ბედის ბორბალი, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. შემდეგ იყო “სამოთხის საძოვრები” – მოთხრობები ერთი ამერიკული ველის მოსახლეობის ცხოვრების შესახებ, “თაგვებსა და ადამიანებზე” – უნარშეზღუდულ ადამიანზე, “კვარტალი ტორტილა-ფლეტი” – ასევე მოულედნელ გამდიდრებაზე, “გზააბნეული ავტობუსი” – გზაზე დაკარგულ სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე, “მრისხანების მტევნები” – ამერიკელების ცხოვრებაზე კრიზისის დროს (ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა სტაინბეკის ნაწარმოებთა შორის, ტომ ჯოუდი კი ამ ეპოქის თავისებური სიმბოლოა), “რუსული დღიური” – შთაბეჭდილებები საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში მოგზაურობის შემდეგ (ასევე ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა ამ თემაზე დაწერილ ნაწარმოებებში)… More