მაიკლ კეის ცხოვრება და დროება

ომზე ძალიან ბევრი წიგნი წაგვიკითხავს, ფილმიც უამრავი გვინახავს. ამ წიგნებსა და ფილმებში პერსონაჟები ბრძოლის ველზე სიკვდილს უყურებენ თვალებში ან სახლებში ელოდებიან ომის შემოჭრას, ან კი ომიდან ბრუნდებიან და ცდილობენ საკუთარი ადგილის პოვნას საზოგადოებაში… ჯონ მაქსველ კუტზეემ კი სულ სხვა კუთხით გვიჩვენა აპართეიდის ეპოქის ომის სიმწვავე – მან მთავარ გმირად ყურდღლისტუჩიანი და გონებასუსტი მაიკლ კეი აირჩია, რომლის ცხოვრებაც სამხრეთ აფრიკაში ძალიან ცუდ დროებას დაემთხვა. მისი ცხოვრების აღწერისას კუტზეემ გვერდი აუარა სისხლიან შეტაკებებს, თუმცა სწორედ ასე შეძლო საუკეთესოდ ომის სისასტიკის, იმ საშინელებების ჩვენება, რაც ომს ახლავს თან. მაიკლ კეი, რომელიც დედის ფერფლს სამშობლოში “მიასვენებს” თავისი სიჩუმით, შეუმჩნევლობით ყველაზე ხმამაღლა “ყვირის”, ხმამაღლა გვეუბნება, რომ არაფერი უნდა – არც კურდღლის ტუჩის მოშორება, არც სამუშაო და საკვები. მას მხოლოდ ფესვებთან, მიწასთან დაბრუნება უნდა, ამ მიწისა და საკუთარი ოფლის წყალობით მოპოვებული მცირედი საზრდოთი არსებობა… მას მხოლოდ თავისუფლება სურს, სხვა არაფერი… ჩუმი, უსიტყვო თავისუფლება იქ, სადაც ცას სროლის ხმა გადაუვლის, სადაც ადამიანები იხოცებიან… More

Advertisements

პის ცხოვრება

“1 ბენგალიური ვეფხვი

1 მაშველი ნავი

1 ღმერთი”

10525589_921529951211095_8218386170004696712_nგაიხსენეთ, რამდენი წიგნი წაგიკითხავთ გემის დაღუპვას გადარჩენილ ადამიანებზე? პირადად მე ძალიან ბევრი… რელიგიაზე? ასევე ბევრი… მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პი პატელის ისტორიის მსგავსი არაფერი გსმენიათ.

პი მშვიდად ცხოვრობდა ინდოეთში ოჯახთან ერთად. პარალელურად მამის ზოოპარკსა და ერთდროულად სამი (!) რელიგიის ტაძარს სტუმრობდა. თითქოს მის ცხოვრებაში ერთადერთი ცვლილება კანადაში გადასახლება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბედისწერა სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ცხოველებითა და ადამიანებით სავსე გემი ჩაიძირა და ცოცხალი მხოლოდ პი გადარჩა… უფრო სწორად კი -ზებრა, აფთარი, ორანგუტანი, ვეფხვი ჩარლი პარკერი და პი. სწორედ ჩარლი პარკერთან ერთად გაატარა პიმ 200-ზე მეტი დღე სამაშველო ნავში… 200-ზე მეტი დღე, რომელიც სავსე გახლდათ თავგადასავლებით, უიმედობით, ბრძოლითა და ბოლოს გამარჯვებით ( არ შეგეშინდეთ, არ გასპოილერებთ. პი თავად უამბობს თავის ამბავს იან მარტელს. შესაბამისად, ის გადარჩა). პიმ გაიმარჯვა პირველ რიგში საკუთარ თავზე, საკუთარ სასოწარკვეთილებასა და შიშზე და ამჯერად უკვე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ღმერთი ერთია (მერე რა, თუ რამდენიმე სახელი აქვს) და სანამ ის ჩვენს გვერდითაა (ეს კი მარად ასე იქნება), იმედი ყოველთვის არსებობს. მთავარია, რომ ღმერთმა ჩვენს შიგნით გაიმარჯვოს და არა გარეთ. არადა, ჩვენ ხომ სწორედ გარეთ ვცდილობთ მის დაცვას. თითქოს სამყაროს შემოქმედს შეიძლება, რომ ვინმე დაემუქროს…

P.S. თუ დაინტერესდით, “კინობიბლიოთეკის” ამ წიგნს მარტივად მოიძიებთ. შემდეგ კი ფილმი “დააყოლეთ” და გადაწყვიტეთ, ისტორიის რომელი ვერსია მოგწონთ – “ცხოველური” თუ “ადამიანური” 🙂