უკრაინის უსახელო გმირები

“მთავარი წიგნი ომზე, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, და გმირებზე, რომლებსაც უნდოდათ სიცოცხლე, მაგრამ იღუპებოდნენ.”

13266058_596982720468940_3854092645388733767_nუკრაინა, 2016 წელი… ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ტერიტორიების ნაწილზე კი დღემდე მიმდინარეობს ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. ეს 21-ე საუკუნის “დაუჯერებელი” რეალობაა. სინამდვილეა სერგეი ლოიკოს წიგნიც, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა “კიბორგების” ცხოვრება და საკუთარი კამერით გადაიღო დონეცკის აეროპორტის გმირების ყოველდღიურობა. შეიძლება არ არსებობს კონკრეტულად ფოტოგრაფი ალექსეი მოლჩანოვი, რომელსაც მაიდანზე მეორე (ერთდროულად) სიყვარული ეწვია, “პროფესიონალი ჯარისკაცი” სტეპანი და სხვები, თუმცა არსებობენ უკრაინის უსახელო გმირები, რომლებსაც დიდი მონდომებით “არიდებენ თვალს” დასავლეთის “მესვეურები”. სწორედ ამიტომ დაწერა ეს წიგნი სერგეი ლოიკომ – მათთვის სიმართლის საჩვენებლად, მსოფლიოსთვის იმის შესახსენებლად, რომ დღეს ცივილიზებულ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ადგილი, სადაც ომია და იღუპებიან ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლე სურთ. More