პრაღელი გოლემი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პრაღაში! ეს არ არის ის ფერადი ქალაქი, რომელსაც დღეს ვხედავთ. ეს გუსტავ მაირინკის ნაცრისფერი პრაღაა, რომელშიც დემონები იმალებიან. გეტოს მისტიკურ ქუჩებში უცნაური ადამიანები დადიან უცნაური ისტორიებით, ლეგენდებით, ცხოვრებით… აქ არაფერია ჩვეულებრივი – არც გარემო, არც გმირები, არც სასიყვარულო, დეტექტიური თუ “საშინელებათა” ხაზი… ყველაფერს რაღაც უცნაური “გემო” დაჰკრავს… რაღაც ისეთი… თითქოს ძველ წვიმიან პრაღაში დავხეტიალობთ და ისე ვეხვევით არაჩვეულებრივ ამბებში, როგორც ობობას ქსელში… გოლემიც სულ ჩვენთანაა… არა, ფიზიკურად არა… უბრალოდ ის ყველგანაა – მთავარ პერსონაჟში, მის სიზმრებში, მის რეალობაში, ჩვენს რეალობაში… იმ რეალობასა და გამონაგონში, რომელთა შორის საზღვარსაც ერთი ჩვეულებრივი ქუდი ჰყოფს… ან იქნებ არც ჰყოფს… იქნებ საზღვარი უბრალოდ არ არსებობს… More

Advertisements

რუმინული ტრაგედია

“ჩემი სამშობლო იყო

ვაშლის კურკა

დავხეტიალობდი

ნამგალსა და ვარსკვლავს შორის”

772ჰერტა მიულერი მამაცი ქალია, ძალიან მამაცი ქალი… წარმოიდგინეთ, რომ ჩაუშესკუს რუმინეთში ცხოვრობთ და მიხვდებით, რომ ნამდვილად ასეა. ბევრი ვერ შეძლებს იმ ყველაფრის გადატანას, რასაც მან გაუძლო… ვერც მე შევძლებდი… 21-ე საუკუნის გადასახედიდან ძალიან ადვილია სიმართლისთვის თვალის გასწორება და მთელი მსოფლიოს დასანახად მისთვის ბრძოლა. მე-20 საუკუნის რუმინეთში კი რა იყო ჰერტასა და სხვების ცხოვრება? ნაცრისფერი ბავშვობა უცნაური ილუზიებით, “ღრმადმორწმუნე” ნაცისტები და საბჭოთა ბანაკიდან დაბრუნებული ქალები, რომლებიც ხარბად ჭამენ, თმას აღარ იზრდიან და ეროვნულ კაბებს აღარ იკერავენ… ერთფეროვანი ფაბრიკები, თანამშრომლების ქვედაბოლოების ქვეშ შემძვრალი “ბოსები”, ჩასაფრებული კარისკაცები და საიდუმლო პოლიცია, რომელსაც არასდროს სძინავს…

More

ქალური და ბავშვური ომი

17553665_768108540015531_2572003666289323850_nგახსოვთ, ცოტა ხნის წინ გერმანელებზე რომ ვისაუბრეთ? მაშინ გითხარით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გმირები და უბრალოდ კარგი ადამიანები ორივე მხარეს იბრძოდნენ. ისინი ჩვენზე ბევრად ძლიერები იყვნენ… რატომ? ახლავე გიამბობთ…

ახლა 21-ე საუკუნეა. ომის დასრულებიდან 70 წელი გავიდა და მონაწილეთა წასვლასთან ერთად ეს დიდი ტრაგედია ნელ-ნელა ხუნდება (ალბათ სწორედ ამის ბრალია, რომ პირველი მსოფლიო ომი იშვიათადღა ახსენდება ვინმეს). ქალებსაც ჩვენი ქალური საზრუნავი გვაქვს და ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ჰიტლერის წინააღმდეგ ჩვენი სქესის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ… ჩვენ ხომ სუსტ სქესს გვეძახიან და ამბობენ, რომ საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ვზრუნავთ… არადა, მაშინ (ერთეულები დღესაც არიან) არსებობდნენ ქალები, რომლებიც არაფრით ჩამორჩებოდნენ ჯარისკაცებს და მათსავით დამცავი ფერის სამოსში ჩაცმულნი საკუთარი ზურგით მიათრევდნენ მტერსა თუ მოყვარეს. ისინი ასრულებდნენ “მამაკაცურ სამუშაოს”, თმობდნენ ქმარ-შვილს და მიდიოდნენ სამშობლოს გადასარჩენად… More

მწერალი და თვითმკვლელობა

პირველ ადგილზე დგას „მწერალი”, „თვითმკვლელობა” კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი, „ზნეობრივი სფეროს ეს აუხსნელი ფენომენი” (კარამზინი).

shop_product_image_1856წიგნის შესავალში აკუნინი წერს, რომ ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც თვითმკვლელობაზე ერთხელ მაინც უფიქრია. მე ასეთი ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები (ზოგადად თვითმკვლელობის წინააღმდეგი ვარ, თუმცა ეს ალბათ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდანაც გამომდინარეობს), თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “მწერალი და თვითმკვლელობა” ძალიან საინტერესოდ მეჩვენა (“სასაფლაოს ამბებისა” არ იყოს). გრიგოლ ჩხარტიშვილი, როგორც ყოველთვის, უღრმავდება პრობლემას და, მიუხედავად არც თუ სასიამოვნო თემატიკისა, მაინც სახალისო საკითხავს გვთავაზობს. More