ჟერემი ფელსენი საფრანგეთიდან მავრიკის კუნძულზე მიემგზავრება, რათა გადაშენებული ფრინველის – “დოდოს” და საკუთარი წინაპრების კვალს მიაგნოს… დოდო ფელსენი მავრიკიდან პარიზში მიდის პირველ რიგში საკუთრი თავის პოვნის მიზნით… ისინი გეოგრაფიულად ცდებიან ეთმანეთს, თუმცა ლე კლეზიო მაინც ახერხებს მათი და ჩვენი ცხოვრების გზების გადაკვეთას ერთ წერტილში – ეს არის ალმა! აქ დასახლდნენ პირველი ფელსენები და აქვე დასრულდა მათი ყოფა კუნძულზე – დარჩა მხოლოდ ავადმყოფი დოდო და შემდეგ ისიც გაქრა საფრანგეთის მაწანწალათა შორის… სამაგიეროდ არ გამქრალა მავრიკი და ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ… წიგნის ფურცლებზე შემორჩნენ კრისტალი, ადიტი და სხვები… იმიტომ, რომ სწორედ ისინი არიან ამ წიგნის მთვარი გმირები – ალმა, მავრიკი და ისინი, ვინც ამ ცის ქვეშ არსებობს და მეხსიერებას ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს წყალობით შემორჩება, თუნდაც ფიზიკურად დოდოსავით გადაშენდეს… მეტი
ალმა
05 თებ 2020 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:ალმა, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თამარ ლომიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე
16 თებ 2018 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ამერიკელები, დიოგენე, თამარ ლომიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, რაზე ვლაპარაკობთ როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე, რეიმონდ კარვერი
რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე? რაზე და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე… ვლაპარაკობთ ქუჩაში ცეკვაზე, ღალატზე, ალკოჰოლზე, კიდევ მშობლებზე, საავადმყოფოს პალატაში მძინარე შვილის სუნთქვას რომ უსმენენ, უნცაურ სიყვარულზე, რომელიც ზოგჯერ სიკვდილსაც უთანაბრდება… და კიდევ ბევრ რამეზე… ვლაპარაკობთ წვრილმანებზე, რომლებიც ერთიანობაში სიყვარულს ქმნის – თავისი ბედნიერებით, ტკივილით და სხვა უამრავი – ზოგჯერ აღუწერელი – გრძნობით… ისეთით, მხოლოდ რაიმონდ კარვერი რომ გადმოსცემს სიტყვებით, გმირებით, მოთხრობებით… რაიმონდ კარვერი – კაცი განსაკუთრებული მზერით, რომელმაც თავად განიცადა ის ყველაფერი, რაზეც ლაპარაკობს… მეტი
ფუტკრების იდუმალი ცხოვრება
11 აგვისტო 2017 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, თამარ ლომიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სიუ მონკ კიდი, ფუტკრების იდუმალი ცხოვრება, et cetera
რამდენი წიგნი წაგიკითხავთ მოზარდებსა და რასიზმზე? ალბათ უამრავი (მხოლოდ ჰოლდენ კოლფილდის ამბავი და “მოსამსახურე” რად ღირს). რთულია ამ თემებზე რაიმე ახლის დაწერა. სწორედ ამიტომ არასდროს მიფიქრია სიუ მონკ კიდის “ფუტკრების იდუმალი ცხოვრების” წაკითხვა (ფილმის ყურებას ვაპირებდი, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ლიტერატურასა და კინოსთან მიმართებაში, “რიგმა არ მოუწია”). თუმცა მას შემდეგ, რაც ის “დიოგენემ” გამოსცა სერია “et cetera”-ს ფარგლებში, დავინტერესდი და “გავუდექი გზას” ამერიკული სამხრეთის მიმართულებით. მეტი
კონსტანტინოპოლში მიქელანჯელოსთან ერთად
17 ივლ 2017 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ფრანგული ტეგები:დიოგენე, ესაუბრე ბრძოლებზე მეფეებსა და სპილოებზე, თამარ ლომიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მატიას ენარი, et cetera
„რადგან ბავშვები არიან, ესაუბრე ბრძოლებსა და მეფეებზე,ცხენებზე, ეშმაკებზე, სპილოებსა და ანგელოზებზე, მაგრამსიყვარულსა და ასეთ რამეებზე საუბარიც არ დაგავიწყდეს.“
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კონსტანტინოპოლში – ქალაქში, რომელშიც ევროპა და აზია იკვეთება! მეგზურობას თვით მიქელანჯელო ბუონაროტი გაგიწევთ, რომელსაც სამშობლო პაპთან უთანხმოების გამო დაუტოვებია და სულთნის კარზე გადაუწყვეტია მოღვაწეობა, თუმცა ვერც აქ მოუპოვებია სიმშვიდე. ომსალეთის იმპერიაც ხომ ზუსტად ისევე ყოფილა ინტრიგებით “დახუნძლული”, როგორც კათოლიკური ეკლესიის “სავანე”… მეტი
ქალწულების სუიციდი
05 დეკ 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ამერიკელები, დიოგენე, თამარ ლომიძე, თვითმკვლელი ქალწულები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ჯეფრი იუჯინიდისი
ბოლო დროს თვითმკვლელობაზე ხშირად ვფიქრობ. არა, საკუთარი სიცოცხლის კონტექსტში არასდროს – უბრალოდ წიგნები მხვდება ასეთი (რაც გამომცემლობა”დიოგენეს” დამსახურებაა). ჯერ იყო და მაიკთან ერთად ვიძიებდი აშკარა მოტივის გარეშე ჩადენილი სუიციდის საქმეს, ახლა კი ხუთი დის თვითმკვლელობის მიზეზთა კვლევას შევუდექი მათ მეზობელ ბიჭებთან ერთად… მეტი
გოგონა მარგალიტის საყურით
01 თებ 2016 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:გოგნა მარგალიტის საყურით, დიოგენე, თამარ ლომიძე, იოჰანეს ვერმეერი, კინო, კოლინ ფერტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სკარლეტ იოჰანსონი, ტრეისი შევალიე
გიფიქრიათ საყვარელი ნახატების შექმნის პროცესზე? ვინ იცის, რამდენჯერ წარმოგიდგენიათ ლეონარდოს წინ გაუნძრევლად მჯდომი ჯოკონდა, რომელიც ყველასთვის სხვადასხვაგვარია… ტრეისი შევალიემაც წარმოიდგინა “თავისი” გოგონა მარგალიტის საყურით… მეტი
ამერიკული ტრილოგია როთისგან
22 თებ 2015 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ადამიანური ლაქა, ამერიკული პასტორალი, ამერიკული ტრილოგია, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თამარ ლომიძე, კომუნისტზე გავთხოვდი, ლევან ინასარიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პალიტრა L, ფილიპ როთი
ფილიპ როთი თითქმის ორი წლის წინ გავიცანი (ასე სწრაფად გაირბინა დრომ სერია “ამერიკელების” დაწყებიდან). ალექს პორტნოის ამბავმა მაშინ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამიტოვა და მას შემდეგ სულ მინდოდა ამ მწერალთან დაბრუნდება. თუმცა ხომ იცით, რომ წიგნები მაშინ მოდიან, როცა ამის დრო დგება. ამჯერადაც ჩემი და ფილიპის შეხვედრა “დიოგენეს” დამსახურებით მოხდა – სერია “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში “ამერიკული პასტორალის” გამოსვლამ “ამერიკული ტრილოგიის” სრულად წაკითხვა “მაიძულა”. მეტი
ბოლო კომენტარები