იცნობთ ენდი უორჰოლს? და ვინ არის ის? ამ კითხვაზე მოკლე და კონკრეტული პასუხის გაცემა მარტივი სულაც არ არის. ის იყო მხატვარი, მწერალი, დიზაინერი, რეჟისორი, პროდიუსერი… თუმცა ალბათ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ენდი უორჰოლი უბრალოდ 60-იანების თანამედროვე ხელოვნების კერპია. დიახ, დიახ, მისი სახელის ხსენებისას სწორედ ეს გაგახსენდებათ და არა მისი ნამუშევრები თუნდაც კინოში… ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანმა თავად შექმნა საკუთარი თავი და საკუთარი ფილოსოფია. სწორედ ამას ამტკიცებს მისი წიგნიც, რომელიც ერთი დიდი მონოლოგია. ენდი ელაპარაკება საკუთარ თავს და არა ჩვენ, თავის მეორე “მეს” უამბობს ნაწყვეტებს იმ ისტორიებიდან, რომლებიც მისი ძალიან საინტერესო (და ალბათ ძალისნ უცნაური, არაჩვეულებრივი) ცხოვრების ნაწილია… და ამ ამბებით ერთ რამეს ხდის ფარდას – საკუთარ უკიდეგანო მარტოობას… იმ მარტოობას, რომელიც ვერც ჰოლივუდის ნაღებ საზოგადოებაში ტრიალით დაამარცხა, ვერც “მიმდევრების” არმიის შეძენით და ვერც ხელოვნების ლამის ყველა სფეროში “ხელის ფათურით”… იმიტომ, რომ მას უყურებდა მთელი სამყარო, მაგრამ სულში არავინ “შეახედა”… More
ენდი უორჰოლის ფილოსოფია
01 თებ 2019 დატოვე კომენტარი
in ამერიკული, ლიტერატურა ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ენდი უორჰოლი, ენდი უორჰოლის ფილოსოფია, თამარ სუბელიანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი
ნორვეგიული ტყე
23 სექ 2016 %(count)s კომენტარი
in იაპონური, ლიტერატურა ტეგები:თამარ სუბელიანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნორვეგიული ტყე, ჰარუკი მურაკამი
“…I once had a girl, or should I say, she once had me…” – The Beatles – “Norwegian Wood”
გიფიქრიათ ოდესმე, თუ როგორი იქნებოდა ზრდასრული ჰოლდენ კოლფილდი? ალბათ ძალიან ბანალურ ამერიკელად იქცეოდა – შესამჩნევი ღიპით, მოსაწყენად სტაბილური ცხოვრებით და ტრივიალური ფიქრებით, რომლებსაც არაფერი ექნებოდათ საერთო იხვების გადაფრენასა და ჭვავის ყანასთან… თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჰოლდენის მსგავსი ადამიანები არასდროს იზრდებიან – ზოგჯერ პირდაპირი გაგებით, ზოგჯერ კი – გადატანითი მნიშვნელობით… ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ განწირულია იმისთვის, რომ არასდროს გაიზარდოს, ზოგი კი პირიქით – იზრდება და უყურებს, როგორ რჩებიან სხვები მარად ახალგაზრდებად. ასეთ ადამიანებზე გვიყვება ჰარუკი მურაკამიც – კაცი, რომლის წიგნებიც ერთდროულად არის თანამედროვეც და საოცრად “ძველ-იაპონურიც”… More
ზაფხული სულაკაურთან ერთად
07 ივლ 2014 13 Comments
in ამერიკული, ბრიტანული, იაპონური, ინდური, ლიტერატურა ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბედის ვარსკვლავის ბრალია, გია ბერაძე, თამარ სუბელიანი, კაფკა პლაჟზე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მზია შატბერაშვილი, სალმან რუშდი, ფლორენციელი ჯადოქარი, ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები, ჯერალდ დარელი, ჯონ გრინი, ჰარუკი მურაკამი
ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია” – „არა, ეს კიბოთი დაავადებულის შესახებ დაწერილი მორიგი წიგნი არ არის… ასეთ წიგნებში კიბოთი დაავადებული საქველმოქმედო აქციებს მართავს სხვების დასახმარებლად, ამ საქმიანობაში ცხვირჩარგული კი სიკეთის განსახიერება ხდება. ის უყვართ და აფასებენ, რადგან კიბოსთან საბრძოლველად მემკვიდრეობას ტოვებს…“ ეს არის ჰეზელ გრეისისა და ავგუსტუს უოტერსის ისტორია, რომლებსაც სიყვარული ძალიან შეუფერებელ დროს ესტუმრათ – მაშინ, როდესაც უკურნებელ სენს ებრძოდნენ. ებრძოდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – არ ნებდებოდნენ და ოცნებობდნენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ყოველი წუთი უკანასკნელი ყოფილიყო მათთვის, შესაძლოა ვერც კი გადაეტანათ გრძელი გზა ამსტერდამისკენ, რომელიც მათ საყვარელ მწერალთან აშორებდა… და მათ გაიმარჯვეს – დაამარცხეს სიბრალული და უიმედობა… More
თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი
29 მაისი 2014 20 Comments
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ანა პოლიტკოვსკაია, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ბოჰუმილ ჰრაბალი, გაბრიელ გარსია მარკესი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, ეგრე გააგრძელე ჯივზ, ელიფ შაფაქი, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, ვენერას სიზმარი, ვუდი ალენი, ვუდჰაუსი, თამარ სუბელიანი, თანამდევი მოვლენები, თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, ინტელექტი, იროელთა ქრონიკები, კაფკა პლაჟზე, კინობიბლიოთეკა, კორალაინი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლოგოს პრესი, მარი ბექაური, მეორე მხარე, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნისლებში და ნისლებს მიღმა, ნისლი, ოლდოს ჰაქსლი, ორჰან ფამუქი, ოქროს გალია, პალიტრა L, პრაღის სასაფლაო, პუტინის რუსეთი, რეზო ჭეიშვილი, სალმან რუშდი, სალომე ბენიძე, საოცარი ახალი სამყარო, სერია ამერიკელები, სიესტა, სტამბოლელი ნაბიჭვარი, სტივენ კინგი, სხვა ფერები, უინსტონ გრუმი, უმბერტო ეკო, ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები, ფლორენციელი ჯადოქარი, ფორესტ გამპი, შავი წყალი, შენი თავგადასავალი, შირინ ებადი, წიგნი, ჯოის კეროლ ოუტსი, ჰარუკი მურაკამი
ბოლო კომენტარები