ნარკომანიაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? ალბათ ძალიან ბევრი. ეს თემა ერთგვარად გაცვეთილიც კია კინოსა და ლიტერატურაში, თუმცა მაინც არსებობს იშვიათი გამონაკლისები, რომლებიც ღრმად აღწევენ ჩვენს გონებაში და დაუვიწყარ ემოციას იწვევენ. სწორედ ასეთი ნაწარმოები შექმნა ირვინ უელშმა… მეტი
ჩხერკეთელაობა
28 მაისი 2018 დატოვე კომენტარი
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თამარ ჯაფარიძე, ირვინ უელში, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, ჩხერკეთელაობა
წვრილმანების ღმერთი
30 მარ 2018 დატოვე კომენტარი
in ინდური, ლიტერატურა ტეგები:არუნდატი როი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თამარ ჯაფარიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლიტერატურული ოდისეა, წვრილმანების ღმერთი
ინდური ფილმები ალბათ ყველას გვინახავს. ბოლივუდის ზღაპრული ამბები ახლა უკვე ტელესერიალებში “გადაიზარდა” და კიდევ უფრო დაშორდა რეალობას, თუმცა თუ ინდურ ლიტერატურას (მაგალითად, თაგორს ან რუშდის) იცნობთ, მაშინ კარგად გეცოდინებათ, რომ ნამდვილი ინდოეთი საერთოდ არ ჰგავს ეკრანიდან “მომზირალს”. სინამდვილეში ქალები არ ატარებენ დღეებს ცეკვა-სიმღერაში, არც მამაკაცები არიან “სუპერმენები” და ვერ უმკლავდებიან ას მეტოქეს ერთი დარტყმით… ყველაფერი სულ სხვანაირადაა… ზუსტად ისე, როგორც არუნდატი როის წიგნში… მეტი
ცხოვრება მსახურთუხუცესისა
27 ნოე 2015 %(count)s კომენტარი
in ბრიტანული, იაპონური, ლიტერატურა ტეგები:დღის მიწურულს, ენტონი ჰოპკინსი, თამარ ჯაფარიძე, იშიგურო, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მსახურთუხუცესი, პალიტრა L
კაზუო იშიგურო იშვიათი მწერალია… მის პროზაში იაპონურ და ბრიტანულ მოტივებს ერთად შევიგრძნობთ და იმიტომ… ალბათ ეს მიზეზი განაპირობებს იმას, რომ მისი წიგნების კითხვისას თვალწინ ყოველთვის თოვლიანი პეიზაჟი მიდგას… კიდევ იმას, რომ მისი ნაამბობი მსახურთუხუცესის შესახებ ასეთი რეალური და საინტერესოა (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა). მსახურის სტატუსი ხომ იშიგუროს ორივე სამშობლოში დიდად დაფასებული გახლავთ. მსახურთუხუცესი სტივენსიც ჭეშმარიტი ბრიტანელია და ამასთანავე იაპონელებისთვის დამახასიათებელი თვისებებიც მრავლად აქვს – უანგაროდ ემსახურება საკუთარ საქმესა და ბატონს. მისი საქმიანობა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ვერც პირად ცხოვრებაზე ფიქრობს, ვერც სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული მამისთვის იცლის და ვერც ლორდი დარლინგტონის უარყოფით მხარეებს ამჩნევს… სანამ ბატონი ცოცხალია, ის მისთვის ყველაფერია (იაპონელები ხომ ბატონთან ერთად იხოცებიან) და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ იყურება უკან – საკუთარი, ევროპისა და გარშემომყოფთა წარსულისკენ… მეტი
ბრმა მკვლელი
05 სექ 2014 5 Comments
in კანადური, ლიტერატურა ტეგები:ბრმა მკვლელი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თამარ ჯაფარიძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარგარეტ ეტვუდი
ზაფხულის ცხელ დღეებში კითხვა მიჭირს. თუ ადრე ამ სეზონზე სქელტანიან წიგნებს დროის ნაკლებობა მაშორებდა, წელს ამას განსაკუთრებული სიცხეც დაემატა და ზაფხულის უმეტესი ნაწილი საყვარელი ავტორების გადაკითხვასა და ბავშვობაში გამოტოვებული წიგნების გაცნობას მივუძღვენი… მაგრამ ლიტერატურული “მოგზაურობებისას” გზად შემხვდა ქალი, რომელსაც ვერაფრით მოვწყდი. უფრო სწორად კი – სამი ქალი – მარგარეტ ეტვუდი და მისი გმირები – აირის და ლორა ჩეიზები… მეტი
ბოლო კომენტარები