გერმანული ისტორიები

რა გსმენიათ საქართველოში მცხოვრები გერმანელების შესახებ? მე ბევრი არაფერი. აქამდე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მქონდა ამ თემაზე (ძირითადად ფერდინანდ ოტენის შესახებ ნანახი დოკუმენტური ფილმის გავლენით), თუმცა თამთა მელაშვილმა თავისი წიგნით ყველაფერი შეცვალა… More

Advertisements

ელენე დარიანის დღიურები

“…საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს…” – ელენე დარიანი

რას ფიქრობთ ელენე დარიანის პოეზიაზე? თქვენ შეიძლება მოგწონდეთ მისი ლექსები ან არა, ფიქრობდეთ რომ ე.წ. დარიანული ციკლის ლექსები პაოლო იაშვილის კალამს ეკუთვნის ან სხვათა ავტორობის ვერსიას ემხრობოდეთ… თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თუ გადაშლით თამთა მელაშვილის წიგნს “აღმოსავლეთით”, არ ინანებთ. More

საჩუქრები “დიოგენესგან”

უკვე 18 წელია ახალი წელი ჩემთვის ახალ წიგნებთან ასოცირდება. რამდენიმე წელი ლაპლანდიელი სანტა კლაუსი მასაჩუქრებდა, ახლა კი ადგილობრივი “თოვლის ბაბუებისა” და საკუთარი თავის იმედად ვარ დარჩენილი 🙂 რა თქმა უნდა, წელსაც მივიღე “გემრიელი” საჩუქრები, მაგრამ, როგორც არაერთხელ მითქვამს, ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. დასაწყისისთვის “დიოგენეს” საჩუქრები შევარჩიე, რომელთაგან ორი თავად გამომცემლობამ მისახსოვრა (ერთზე ოდნავ მოგვიანებით, ცალკე ვისაუბრებთ), მესამე კი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ზუსტად ახალი წლის წინ გამოვიდა და თამამად შეგვიძლია საყოველთაო საჩუქარი ვუწოდოთ 🙂 More