მხატვრობაზე საუბარი (წერაც) რთულია, ძალიან რთული… აბა, თავად განსაჯეთ – როგორ უნდა გადმოიცეს სიტყვით ის, რასაც მხოლოდ თვალი აღიქვამს სრულყოფილად. თითოეული ნახატი ხომ სწორედ ისაა, რასაც აღვიქვამთ და ეს აღქმა შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს მხატვრის ჩანაფიქრს… ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ მიმდინარეობას, როგორიცაა იმპრესიონიზმი. “კლასიკური მხატვრობისგან” განსხვავებით, ის არ იყო “დაფასებული” და ამ სფეროში მოღვაწე მხატვრებმაც უმძიმესი გზა გაიარეს, სანამ აღიარებდნენ (ბევრი ვერც კი მოესწრო ამას). სწორედ მათზე – საოცარი ფერების ოსტატებზე – გვიამბობს ფრიდონ საყვარელიძე და ჩვენს თვალწინ აცოცხლებს ვან გოგის ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, მონეს ჯადოსნურ ტილოებს, მანეს, გოგენის, ბეზილის, დეგას, რენუარის და სხვათა დიდებულ ნამუშევრებს… ადამიანებს, რომლებმაც გადააბიჯეს ყველას წესს და ხელოვნებაში დაამკვიდრეს რაღაც ახალი, განუმეორებელი, დაუვიწყარი… More
იმპრესიონისტების საოცარი ფერები
28 Jan 2019 Leave a comment
in ლიტერატურა, ქართული Tags: არტანუჯი, გოგენი, ვან გოგი, თან საკითხავი, იმპრესიონიზმი, იმპრესიონისტები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფრიდონ საყვარელიძე
150 ამბავი გურიიდან
12 Oct 2018 1 Comment
in ლიტერატურა, ქართული Tags: 150 ამბავი - გურია და გურულები, არტანუჯი, თან საკითხავი, ირაკლი მახარაძე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი
გურიას ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლის მხოლოდ 50%-ია გურული და გურიაშიც სულ რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, მაინც მუდმივად ვგრძნობ, რომ ჩემში ქართლელებისთვის დამახასიათებელ “სერიოზულ და დარბაისლურ იერს” ხშირად გურული “სისხარტე და მხიარულება” სძლევს ხოლმე, “მოძრაობაში, სიტყვა-პასუხსა და საქმეში” კი ჭეშმარიტი გურული ვარ 🙂 ამიტომ, როდესაც შუაგული შვებულების დროს მაღაზიის თაროზე ირაკლი მახარაძის კრებული დევინახე, გვერდი ვერაფრით ოვუარე და თან წამევიღე… More
45+45 წუთში ჩატეული ცხოვრება
15 Jun 2018 Leave a comment
in ლიტერატურა, ქართული Tags: 45+45 ამბავი, არტანუჯი, ზვიად ბერეკაშვილი, თან საკითხავი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ფეხბურთი
„მიკვირს, როცა ამბობენ, ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. რა სისულელეა, ის ამაზე გაცილებით მეტია“.(ბილ შენკლი)
ჩემი თავისუფალი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ ლიტერატურას ეძღვნება, უკვე ბევრმა იცის, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც სერიოზულ კონკურენციას უწევს წიგნებს. ეს არის ფეხბურთი, რომელიც თითქმის 16 წელია ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ყველა მუნდიალი, ევროპის ჩემპიონატი, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის ეროვნული ჩემპიონატი მახსოვს. საყვარელი გუნდების – ბრაზილიისა და “მილანის” – წყალობით გამარჯვებაც ბევრი მინახავს და დამარცხებაც… საყვარელი ფეხბურთელიც უამრავი მყავს… ამიტომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე “არტანუჯის” სტენდზე თვალომოკრულმა “მწვანე მოედანმა” მაშინვე მიმიზიდა და სანამ თან არ წამოვიღე, არც “გამიშვა”… More
Recent Comments