ფოთოლცვენა მაკონდოში

12308390_929003447187648_6493103757573381250_nმაკონდოში ფოთოლცვენა დაიწყო… ცვივა ყვითელი ფოთლები და მათ მიჰყვება ყველასგან მიტოვებული ექიმის სიცოცხლეც… ის ტოვებს სამყაროს და გამცილებლად მხოლოდ სამი ადამიანი ჰყავს – პოლკოვნიკი, მისი ქალიშვილი და შვილიშვილი… თუმცა სინამდვილეში მას მილიონობით ადამიანი აცილებს. მას ვაცილებთ ჩვენ და მასთან ერთად ვაცილებთ მაკონდოს 25-წლიან ისტორიას. სამი თაობის მოგონებების ფონზე ჩვენს თვალწინ კადრებად მიედინება ამბები სიყვარულზე, მეგობრობაზე, ღირსებაზე, ვნებაზე, მოვალეობაზე, სიმიმაცეზე, სიკვდილსა და სიძულვილზე… და, რაც მთავარია, მარტოობაზე… მარტოობაზე, რომელიც ას წელიწადს გაგრძელდა და რომელსაც ვერასდროს დავივიწყებთ… ვერასდროს დავივიწყებთ ხანას, როდესაც პოლკოვნიკს არავინ სწერდა, აურელიანო ბუენდია კი დახვრეტის მოლოდინში წარსულს იხსენებდა… ხანას, როდესაც მაკონდოელთა სულში წვიმდა და ფოთლები ცვიოდა… More

ერთი ტყვეობის ამბავი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 1990-იანი წლების კოლუმბიაში! ვერ დაგპირდებით, რომ მარკესი სახალისო მოგზაურობას გპირდებათ, მაგრამ ძალიან საინტერესო თავგადასავალი კი უთუოდ გელით! რატომ? იმიტომ, რომ თქვენ გაგიტაცებენ! დიახ, არ ვაჭარბებ. თქვენ ჟურნალისტ მარუხა პაჩონთან ერთად დაგატყვევებენ და პირველი ფურცლიდან უკანასკნელ გვერდამდე მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრებთ – გადარჩება მარუხა და შესაბამისად თქვენც? თუ მასაც იგივე ბედი ელის, რაც ზოგიერთ ტყვეს… მასაც ტყვიას დაახლიან, თუ დაინდობენ და ოჯახთან დააბრუნებენ? დროზე ადრე ამ

მარუხა პაჩონი მეუღლესთან ერთად

კითხვაზე პასუხი თვით ცნობილმა პაბლო ესკობარმაც კი არ იცის. ის გადაწყვეტილებას სულ ბოლოს მიიღებს, მანამდე კი ძალიან ბევრი რამ გელით – ტყვეთა სასოწარკვეთა, ძალადობა, გაქცევა, ბევრი სისხლი და სულ ცოტა იმედი… იმედი იმისა, რომ ერთ დღეს მაფიასაც მოამტვრევენ გრძელ ხელებს… ნარკოდილერების “ბიზნესს” აუცილებლად მოუღებენ ბოლოს ექსტრადიციის შესახებ მიღებული კანონით თუ მის გარეშე… მაგრამ მანამდე ბევრს მოკლავენ, ბევრს დაატყვევებენ… და რა მოუვა მარუხას? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ… ნახოთ და განიცადოთ…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. მისი ქართული თარგმანი “ინტელექტმა” შემოგვთავაზა.