ირანული არჩევანი

შირინ ებადის “ოქროს გალია” და მაჰმუდ დოულათაბადის “პოლკოვნიკის მიმწუხრი” თუ წაგიკითხავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ირანული ლიტერატურა განსაკუთრებულია. თავად ირანის უახლესი ისტორიაა განსაკუთრებული და იმიტომ (ზემოთხსენებული მწერლების ისტატობაზე რომ არაფერი ვთქვათ)… რევოლუციამ, რომელიც ბევრს ხსნის ერთადერთ გზად მიაჩნდა, წინსვლის ნაცვლად უკან დახია ქვეყანა და ხალხსაც მოუსპო მომავლის იმედი… სწორედ ასეთ ადამიანებზე გვიამბობენ ირანელი ავტორები – მათ შორის გოლი თარაყიც. მეტი

პოლკოვნიკის მიმწუხრი

“აივსო ქალაქი ჰეჯლეებით, ქალაქში კუბოებს დაატარებენ, ქუჩებში სისხლი ხალიჩებად აფენია.” – მაჰმუდ დოულათაბადი

პოლკოვნიკი ფანჯარასთან დგას და წვიმის წვეთებს შესცქერის… პოლკოვნიკი ელოდება… ირანელი მამების უმეტესობა მოლოდინით ცხოვრობს… ისინი ელიან შვილების ცხედრებს… პოლკოვნიკიც თავისი ვაჟებისა და ქალიშვილების სიკვდილზე ფიქრობს (როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე ან მოსალოდნელ უბედურებაზე) და თან ირანის ისტორიას იხსენებს… იგონებს შაჰის მმრთველობას და რევოლუციას, საკუთარ ცოდვებს, რომელთა გამოც ისჯება… “უღირსი” ცოლის მკვლელობისთვის სასტიკი სასჯელი ერგო – საკუთარი სამშობლოს სიკვდილს მოესწრო… ირანის მდგომარეობას ხომ სიცოცხლე არ ჰქვია. შაჰის სისხლიან დიქტატურას ასეთივე რევოლუცია მოჰყვა, ერთი ტრაგედია მეორემ შეცვალა (სრულიად შემთხვევით მოხდა ასე, მაგრამ ჩემთვის ეს ზედიზედ მეორე წიგნია ერთი სისხლიანი ეპოქის მეორით შეცვლაზე). პოლკოვნიკის შვილებმაც თანამემამულეთა ბედი გაიზიარეს – წამება ციხეში, “პოლიციელებთან” ურთიერთობა, სახელის მოხვეჭა და დამცირება (სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც), სიკვდილი (სულიერად თუ ფიზიკურად) და საიდუმლო დაკრძალვა… პოლკოვნიკმაც… პოლკოვნიკი საკუთარი ცხოვრების მიმწუხრს უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე უარი თქვა უაზრო ომში წასვლაზე, მან ვერ გაიმარჯვა საკუთარ თავზე მაშინ, როდესაც შვილებს დედა წაართვა, ვერც მაშინ, როდესაც ობლად დარჩენილი შვილების ჯერი დადგა და სისხლიანმა ხელმა მათ თავზე აღმართა მახვილი… სამაგიეროდ გაიმარჯვა ბოროტებამ. ირანში ერთი ბოროტება მეორემ დაამარცხა და მარადიული წვიმისთვის გასწირა ქვეყანა… მეტი