ამბავი ვერავაკელი კაი ბიჭებისა

shop_product_image_415[1]“ვარევაკეში” ყოფილხართ? აკა მორჩილაძის წიგნები თუ გიყვართ, ალბათ ხშირად შეგივლიათ ამ “უცნაურ” უბანში (ასაკი თუ გიწყობთ ხელს, იქნებ პირადადაც იცნობდეთ “ვერავაკელებს”). უცნაური კი იმიტომაა, რომ აქ შეიძლება კაი ბიჭი არ იყო, მაგრამ სულ კაიბიჭურ ამბებში კი იყო გაბმული. აბა “მწერალ” ვახოს რა საქმე ჰქონდა “ქურდულ” სამყაროსთან, რომ არა მისი ბავშვობის ძმაკაცი (ოღონდ ისეთი, ზოგჯერ რომ გამოჩნდება ხოლმე) – ოდესღაც თემო რომ ერქვა, ჩვენ კი აჰმედ კაიას სახელით ვიცნობთ… სწორედ ასეთი “ძმობის” გამოისობით გადარჩა ვახო შუბლში ტყვიის დაჭედებას (აბა რა ეგონა – “შავ” ქმართან ენას რომ არტრატებდა და მის ცოლს “აბამდა” შორიდან), ლამის ციხეში აღმოჩნდა მანქანის გატაცების ბრალდებით, “შეჭირვებული” აფერისტებისგან დაიხსნა თავი და კიდევ უამრავი ამბავი გადახდა თავს… და ეს ყველაფერი კაიბიჭთან ძმაკაცობის გამო… აბა ვის რაში აინტერესებდა “მწერალი”, რომელმაც მხოლოდ ერთი პიესა და რამდენიმე ლექსი (მხოლოდ უცხოეთში რომ გამოიცა) დაწერა? არც არავის კაიბიჭის გარდა… ასეა კაიბიჭთან რომ ძმაკაცობ – ვეღარც გაიგებ კარგია თუ ცუდი მის გვერდით ყოფნა…

P.S. ვერ გეტყვით, რომ ეს აკას საუკეთესო წიგნია (ფალიაშვილის შემდეგ “ვერავაკური” ამბებით აღფრთოვანება მიჭირს (“ძველებურებისგან” განსხვავებით), თუმცა მას მაინც ძალიან დიდხანს ვეძებდი (სერიაში მხოლოდ ესღა მაკლდა და იმიტომ)… ასე რომ, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ 🙂