ბილი მილიგანის 24 სიცოცხლე

the-minds-of-billy-milligan-geo-coverგახსოვთ ელჯერნონი? პირადად მე მისმა ამბავმა ისე შემძრა, რომ დღემდე მიჭირს დავიწყება, თუმცა მგონია, რომ არსებობს დენიელ კიზის კიდევ ერთი გმირი, რომელსაც გონებიდან ვერასდროს ამოვშლი. ეს ბილი მილიგანია – რეალურად არსებული ადამიანი, რომელსაც 24 გონება ჰქონდა… მეტი

ყვავილები ჩარლისთვის

10918996_377294975784483_4719932361438667321_nჩარლი გორდონი დაახლოებით სამი წლის წინ გავიცანი. მაშინ დენიელ კიზმა მასზე ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ ძალიან მოკლედ, მაგრამ საოცრად ემოციურად მიამბო… იმდენად, რომ ეს განცდა დღემდე არ მავიწყდება…

ნაწარმოების ვრცელი ვერსია ბევრად უფრო შთამბეჭდავია. ჩარლი აქაც, ისევე როგორც მოთხრობაში, გონებასუსტია (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ…) და ოპერაციამ ჩვეულებრივი ინტელექტის მქონე ადამიანად უნდა აქციოს. წინასწარ არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ოპერაციის შედეგი, მაგრამ ჩარლის გონებრივი პროგრესი თვალნათლივ ჩანს მის ჩანაწერებში. ის უფრო და უფრო ნაკლებ გრამატიკულ შეცდომას უშვებს და მეტს აზროვნებს. საწყისს ეტაპზე ყველაფერი ძველებურადაა. ის კვლავ წარუმატებლად ეჯიბრება თაგვ ელჯერნონს, რომელმაც უკვე გაიარა ინტელექტის ხელოვნურად გაუმჯობესების ოპერაცია. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ხვდება, რომ ადამიანები არც ისე კეთილები არიან, როგორც მას ჰგონია და ე.წ. მეგობრები მხოლოდ დასცინიან… და მარტო რჩება, უფრო სწორად, მანამდეც მარტო იყო, როგორც მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უმეტესობა… მეტი