ესეც ასე – კიდევ ერთი წელიც მიიწურა… როგორც ყოველთვის, ეს წელიწადიც ბევრი კარგი და ცუდი სიახლის მომტანი გახლდათ (როგორც მსოფლიო, საქვეყნო თუ პირად ცხოვრებაში, ასევე ლიტრატურულ სამყაროშიც). წინასაახალწლოდ ცუდ ამბებს ნუ გავიხსენებთ (თუმცა დაცარიელებული წიგნის მაღაზია “დიოგენე” რომ გამახსენდება, ხალისი მეკარგება). კარგი რა ცოტა გვქონდა ლიტერატურაში? სულაც არა. გარდა იმისა, რომ “დიოგენე” პრობლემებს არც წელს შეუშინდა და “ამერიკელებისა” და “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში ბევრი ახალი წიგნი შემოგვთავაზა, კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი მოხდა საგამომცემლო სფეროში – გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” გაიხსნა. მიუხედავად მცირე “სტაჟისა”, მათ უკვე ძალიან ბევრი განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეული წიგნი შემოგვთავაზეს (მხოლოდ სერია “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა” რად ღირს) და იმედი ვიქონიოთ, რომ “დიოგენესთან” ერთად 2016 წელსაც შეინარჩუნებენ ჩვენი საყვარელი გამომცემლობის სტატუსს 🙂 ეს ორი გამომცემლობა ნამდვილად იმსახურებს ჩვენს დაფასებას, თუმცა არც სხვებს უნდა დავუკარგოთ შრომა. წელს “ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა”, “პალიტრა L”, “ინტელექტი”, “არტანუჯი” და სხვებიც ძალიან აქტიურობდნენ… კარგ სიახლეებზე საუბრის დასასრულს კი არ შემიძლია არ ვახსენო ნობელის კომიტეტის იშვიათად სამართლიანი გადაწყვეტილება – მათ წელს ლიტერატურული პრემია დიდებულ მწერალს – სვეტლანა ალექსიევიჩს – მიანიჭეს. ეს ტიტული არასდროს მხიბლავდა, მაგრამ ასეთი ღირსეული ადამიანის საჯარო დაფასება მაინც სასიხარულოა… მეტი
ახალი წელი 2015
30 დეკ 2015 8 Comments
in ბრიტანული, ლიტერატურა ტეგები:აიას გზა, ამერიკელები, არტანუჯი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დენიელ კიზი, დიოგენე, დიოგენეს ბიბლიოთეკა, თუთიის ბიჭები, ინტელექტი, კარგი ნიშნები, ლიზა ჯენოვა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატო დავითაშვილი, ნილ გეიმანი, ნობელის პრემია ლიტერატურაში, პალიტრა L, სვეტლანა ალექსიევიჩი, ტერი პრატჩეტი, ფანტასტიკური ბიბლიოთეკა, ყვავილები ელჯერნონისთვის, ჩერნობილის ლოცვა, წიგნები ბათუმში, ჯერ კიდევ ელისი
თუთიის ბიჭები ავღანეთიდან
07 სექ 2015 %(count)s კომენტარი
in ბელორუსული, ლიტერატურა ტეგები:ავღანეთი, ანტისაბჭოთა, არტანუჯი, თუთიის ბიჭები, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სვეტლანა ალექსიევიჩი
1979 წელი – საბჭოთა კავშირმა მორიგი სამხედრო ოპერაცია დაიწყო (რა თქმა უნდა, “მშვიდობიანი” მიზნებით)… დღეს, ამ ამბიდან თითქმის 40 წლის შემდეგ, უკვე ყველამ იცის სიმართლე, მაგრამ სვეტლანა ალექსიევიჩმა კიდევ ერთხელ მოახერხა თითქოს ძალიან ნაცნობი ისტორიის ახალი კუთხით ჩვენება და საოცარი ემოციის გამოწვევა…
პირველივე გვერდებიდან სვეტლანამ, უფრო სწორად კი, მისმა გმირებმა (რომლებიც ტრადიციულად რეალური პიროვნებები არიან) უკვე მერამდენედ დამანახეს, რომ ომი არავის ინდობს. ავღანეთის მიწაზე ერთნაირად იღუპებოდნენ ავღანელები და სხვადასხვა ეროვნების საბჭოელები… არადა, მათი უმეტესობა ჩემზე ახალგაზრდაც კი იყო… მათაც ჩემსავით უნდოდათ სიცოცხლის გაგრძელება და ძალიან გრძელი გზის გავლა, ოღონდ “სამშობლოს” წინაშე ვალის მოხდის (ან გამდიდრების, ან თავს მოხვეული ვალდებულების) შემდეგ. სანაცვლოდ კი მათმა დედებმა თუთიის სასახლეებში ჩასვენებული ბიჭები და მარადიული ცრემლი და ტკივილი მიიღეს. ზოგიერთს “გაუმართლა” და შინ ერთი შეხედვით ჯანმრთელი ან დასახიჩრებული შვილი დაუბრუნდა, მაგრამ რეალურად არც ისინი დაბრუნებულან. ასეთი ომიდან უკან არავინ ბრუნდება… მეტი
ბოლო კომენტარები