წერილები ჩეხეთიდან

შანტალი და ჟან-მარკი საფრანგეთში ცხოვრობენ… შანტალი და ჟან-მარკი ბედნიერები არიან… ან იქნებ არ არიან? ბედნიერება ხომ ძალიან ზოგადი ცნებაა და მის არსებობას ზოგჯერ მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როდესაც საფრთხე დაემუქრება… მაგალითად, მესამე ადამიანი გამოჩნდება, თუნდაც მხოლოდ უცნობი თაყვანისმცემლის სახით, რომელიც წერილებს სწერს თავისი ოცნების ობიექტს და ამ გზით აიძულებს, რომ გაიხსენოს წარსული, გააანალიზოს აწმყო და მომავალი… სწორედ ასეთ დროს ვხვდებით, რომgetimage-jsp დიდი ხანია იდენტობა დავკარგეთ და ორმაგი ცხოვრება დავიწყეთ ჩვენც და ჩვენმა საყვარელმა ადამიანმაც… დიდი ხანია წაგვეშალა ზღვარი სიზმარსა და ცხადს შორის… დიდი ხანია დავივიწყეთ, რომ მილან კუნდერა ჯადოქარია – სასწაულმოქმედი, რომელიც ერთნაირი ოსტატობით წერს პრაღის გაზაფხულზე, ჩეხებსა და ფრანგებზე…

P.S. სამწუხაროდ, ეს წიგნი ქართულად არ გვაქვს, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში მილან კუნდერას რამდენიმე ნაწარმოების თარგმანს მარტივად მოიძიებთ.