ამბერის ქრონიკები

61996კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამბერში! თავს ცოტა უცნაურად გრძნობთ? არ შეგეშინდეთ! კარლ კორიც დაახლოებით ასე გრძნობდა თავს, როდესაც საავადმყოფოში გაახილა თვალი და მიხვდა, რომ არაფერი ახსოვდა. თითქოს საქმე უბრალო ოჯახურ დაპირისპირებასთან უნდა გვქონოდა, მაგრამ როჯერ ზელაზნის სულ სხვა ჩანაფიქრი ჰქონია – ნუ იტყვით და თურმე დედამიწა მხოლოდ სამყაროს ერთ-ერთი ანარეკლი ყოფილა, კარლ კორი კი – ამბერის პრინცი კორვინი. სწორედ ის გვიამბობს სხვა პრინცებთან შუღლის, ავალონის თოფების, მარტორქის ნიშნის, ობერონის (ეს უკანასკნელი კორვინისა და სხვა პრინცებისა და პრინცესების მამა გახლავთ) ხელისა და ქაოსის კარის ამბავს… მეტი

ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად

კიდევ ერთი წელიც მიიწურა. ყოველწლიურად უამრავი კარგი და ცუდი რამ ხდება, თუმცა აქ მხოლოდ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ეს წელიც დადებითად შემიძლია შევაფასო. სხვანაირად არც შეიძლება – წელს ხომ ბევრი კარგი “მოგზაურობა” გამომივიდა 🙂

წლის ბოლო მოგზაურობა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა – ერთ-ერთი უკანასკნელი ავტორი უკვე რამდენიმე წელია სერ ტერი პრატჩეტი გახლავთ. გასაკვირი არც არის – თანამედროვეობაში მასზე მხიარული მწერალი არც მეგულება 🙂 ჰოდა, ამჯერადაც არ დავაყოვნე და დისკოს სამყაროსკენ გავემართე. მეტი

ოპრიჩნიკის დღე

მოსკოვი, 2027 წელი… რუსეთში ნანატრი მონარქია აღდგა და კავკასიიდან ჩინეთამდე გადაჭიმული იმპერია “რუსეთის დიდმა კედელმა” “სოდომური” მსოფლიოსგან გამიჯნა. თუმცა მტრები შინაც დარჩნენ და მათთან საბრძოლველად ოპრიჩნიკები დაიძრნენ, რათა ამოეძირკვათ “წმინდა რუსეთის” მოწინააღმდეგენი… მეტი