ჩორანი ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე

იცნობთ ემილ ჩორანს? თუ პასუხი უარყოფითია, ალბათ თავად მას არ ეწყინებოდა, რადგან არც მიილტვოდა ცნობადობისკენ. ის იყო რუმინული წარმოშობის ფილოსოფოსი, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა და რომელმაც უარი განაცხადა დამსახურებულ პრემიებზე. რატომ? იმიტომ, რომ ის არ უყურებდა ცხოვრებას ისე, როგორც ჩვენ. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ მის აფორიზმების კრებულს “ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე” გადაშლით. მასში დაინახავთ ემილ ჩორანის ხედვას – იმედგაცრუებას ევროპული (უფრო ზუსტად დასავლური) ცივილიზაციის მიმართ, სკეპტიკურ განწყობას მომავლისადმი, პროგრესისადმი უნდობლობას, ისტორიული ილუზიების ღრმა ანალიზს, შეუბრალებლობას საკუთარი თავისა და ზოგადად კაცობიობისადმი… ყველაფერ იმას, რაც ადვილი საკითხავი არაა (აკი თავად ავტორი ამბობს, რომ შეგვიძლია ნაწილ-ნაწილ, გამოტოვებით და დაბრუნებით ვიკითხოთ), თუმცა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კი არის… მეტი